Thumbnail

ჩელენჯ ქაფი თბილისში - გაჩეჩილაძის ლელო, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ფრუიძე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჩელენჯ ქაფის ორი მატჩი თბილისში.
  • ენისეი 19:33 ნიუკასლ ფალკონსი.
  • კრასნი იარი 17:24 ლონდონ აირიში.
  • გაჩეჩილაძის ლელო, ფრუიძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე, მალაღურაძის ტრავმა.

დღეს საქართველო გახდა მე-10 ქვეყანა, რომელმაც ევროპის პროფესიული საკლუბო ეგიდით, რანგით მეორე ტურნირის, ჩელენჯ ქაფის შეხვედრებს უმასპინძლა.

ავჭალის სარაგბო სტადიონზე ორი მატჩი გაიმართა - პირველი და მეოთხე ჯგუფის შეხვედრები. ენისეი ნიუკასლ ფალკონსს შეხვდა, ხოლო კრასნი იარი ლონდონ აირიშს დაუპირისპირდა.

დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის ენისეის ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდა, ნიუკასლ ფალკონსს - პლეი ოფის საგზური განაღდებული. რუსები მე-7 წუთზე ჟილიბერტის ლელოთი დაწინაურდნენ. ფალკონსმა ქულების დაგროვება მე-18 წუთიდან დაიწყო და ტაიმი 26:7 მოიგო.

მეორე ნახევარში ენისეიმ ორი ლელოს დადება მოახერხა. ფალკონსს ლელო ჯერ ანტონ სიჩევმა დაუდო, ხოლო შეხვედრის 78-ე წუთზე ჩელენჯ ქაფზე კიდევ ერთი ქართული ლელო დაიდო. მიშო გაჩეჩილაძემ ინგლისური კლუბის ჩათვლის მოედანში ბურთი დაამიწა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 19:33 დააფიქსირა.

მიხეილ გაჩეჩილაძემ მატჩი კარგად ჩაატარა და ტაიმის ბოლოს დამსახურებული ლელოც დადო.

ნიუკასლ ფალკონსმა ექვსიდან ექვსი შეხვედრა მოიგო ჯგუფურ ეტაპზე და პირველ ჯგუფში, 28 ქულით პირველ ადგილზე გავიდა.ენისეიმ ექვს მატჩში ექვსჯერ დამარცხდა და მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხა.

მიხეილ გაჩეჩილაძე და დავით კაჭარავა ერთობლივი ძალებით ცდილობენ ნიუკასლის მორაგბისთვის ბურთის ართმევას.

ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართული მეორე მატჩი უფრო დაძაბული გამოდგა. ლაშა მალაღურაძის, სოსო მათიაშვილისა და გიორგი ფრუიძის კრასნი იარი ლაშა ლომიძის ლონდონ აირიშს შეხვდა. მათიაშვილმა პირველ მატჩში ტრავმა მიიღო და მეორე შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარა. ფრუიძემ და მალაღურაძემ შეხვედრა ძირითადში დაიწყეს.

პირველი მატჩის მსგავსად, პირველი ტაიმი კრასნი იარმა თბილისშიც მოიგო. ლაშა მალაღურაძემ გუნდს ხუთი ქულა შესძინა, ქართველმა მორაგბემ ჯარიმისა და გარდასახვის გატანა მოახერხა.

ლაშა მალაღურაძემ ლონდონ აირიშის წინააღმდეგ გამართულ ორ მატჩში 12 ქულა დააგროვა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მალაღურაძემ მძიმე ტრავმა მიიღო. მის ნაცვლად მინდორზე კირილ გოლოსნიცკი გამოვიდა. 43-ე წუთზე გრიგორი ცნობილაძემ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ლონდონ აირიშის ჩათვლის მოედანში ლელო დადო. გარდასახვა ფანგატაპუ აპიკოტოამ ზუსტად შეასრულა და კრასნი იარი ისევ დაწინაურდა.

ლაშა მალაღურაძე ასე გაიყვანეს მინდვრიდან.

ლონდონ აირიში დარჩენილ დროში გააქტიურდა. 52-ე წუთიდან 71-მდე რუსულ კლუბს სამი ლელო დაუდო და მატჩის მოგება მოახერხა. საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 24:17 დაფიქსირდა ლონდონ აირიშის სასარგებლოდ.

პირველი მატჩის მსგავსად, ლონოდონ აირიშის მორაგბეებს გიორგი ფრუიძის შეჩერება მეორე შეხვედრაშიც უჭირდათ.

ჩელენჯ ქაფის ოფიციალურმა სპონსორმა ჰეინეკენმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ფრუიძე დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ფრუიძემ პირველ მატჩში ლონდონ აირიშს ლელო დაუდო, ქართველი მორაგბე დღევანდელ მატჩშიც გამორჩეული იყო და საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა.

ჰეინიკენმა #ფრუი მატჩის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა #გილოცავთფრუი Georgian International Giorgi Pruidze named...

Posted by Georgian Rugby on შაბათი, 20 იანვარი, 2018

კრასნი იარმა ჯგუფში ექვსი შეხვედრიდან ერთის მოგება მოახერხა და ექვსი ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა. ლაშა ლომიძის ლონდონ აირიში სტად ფრანსესა და ედინბურგის შეხვედრას დაელოდება. ფრანგული კლუბის პრემიალური ქულით მოგების შემთხვევაში ლოდონ აირიში ჯგუფში რჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები