Thumbnail

თბილისის გრან პრი | ქართველი ძიუდოისტების კიდევ ორი მედალი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიორგი თუთაშვილმა ვერცხლი მოიპოვა, ბაგრატ ნინიაშვილმა - ბრინჯაო
  • გრან პრის პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი დაისაკუთრეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე პირველ დღეს გამოსვლა 4 მედლით დაასრულა - თითო ოქრო-ვერცხლითა და ორი ბრინჯაოთი. საშეჯიბრო დღის ბოლოს, 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლს გიორგი თუთაშვილი დაეუფლა, ბაგრატ ნინიაშვილი კი - ბრინჯაოს.

თუთაშვილმა ფინალი ებრაელ ტალ ფლიკერთან დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ეს 20 წლის ძიუდოისტისთვის პირველი მედალია IJF-ის მსოფლიო ტურში.

ბაგრატ ნინიაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ ისმაილ იბრაგიმოვს იპონით სძლია.

20 წლის ძიუდოისტმა IJF-ის მსოფლიო ტურზე მედალი მესამედ მოიგო. თბილისში მოპოვებულ ბრინჯაომდე, მან ეკატერინბურგის გრანდ სლემზე ასევე ბრინჯაო, შარშან ანტალიის გრან პრიზე კი ოქროს მედალი მოიპოვა.

მანამდე 60 კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანის ოქროს მედალი დაისაკუთრა, ჯაბა პაპინაშვილმა კი - ბრინჯაო.

თბილისის გრან პრიზე დანარჩენ წონით კატეგორიებში მედლები შაბათ-კვირას გათამაშდება.

კომენტარები

ბოლო ამბები