Thumbnail

ჩხვიმიანის მესამე ოქრო თბილისში - პაპინაშვილმა ბრინჯაო მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჯაბა პაპინაშვილმა თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიგო
  • ლუხუმ ჩხვიმიანმა თბილისის გრან პრიზე მესამე ოქრო მოიგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს თბილისის გრან პრიზე პირველი მედალი ჯაბა პაპინაშვილმა მოუტანა. მან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში არტემ ლესიუკს ბრწყინვალე იპონით მოუგო. ლესიუკმა ამ ბრძოლამდე თემურ ნოზაძის დამარცხება მოახერხა. პაპინაშვილმა გრან პრიზე მეორე მედალი მოიგო. მანამდე მას ანტალიაში ვერცხლის მედალი ჰქონდა მოპოვებული.

ჯაბა პაპინაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება თბილისის გრან პრიზე

ჯაბა პაპინაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება თბილისის გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

Posted by Silk Sport on პარასკევი, 29 მარტი, 2019

ლუხუმ ჩხვიმიანმა თბილისის გრან პრიზე მე-3 ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში მესამედ გააღწია და ფრანგ ვალიდ ხიარს ვაზარის უპირატესობით სძლია. ჩხვიმიანი შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულიც იყო. ლუხუმმა ტიტულიც დაიცვა და თბილისის გრან პრის მესამედ მოგებაც შეძლო.

ლუხუმ ჩხვიმიანმა თბილისის გრან პრი მოიგო და ტიტული დაიცვა

ლუხუმ ჩხვიმიანმა თბილისის გრან პრი მოიგო მესამე ოქროს მედალი თბილისში

Posted by Silk Sport on პარასკევი, 29 მარტი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები