Thumbnail

‘უკვე მოხუცი ვარ ფეხბურთისთვის’ - ავსტრალიელთა ლეგენდამ კარიერა დაასრულა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ტიმ კეჰილმა კარიერის განმავლობაში 4 კონტინენტზე ითამაშა
  • მის ანგარიშზე 50 სანაკრებო გოლია 

ავსტრალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ტიმ კეჰილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მეგოლემ ნაკრებში თამაში ჯერ კიდევ 2018 წლის მსოფლიო ჩეპიონატის შემდეგ დაამთავრა. ეროვნულ გუნდში მის ანგარიშზე 108 ჩატარებულ შეხვედრაში 50 გოლია. მან მსოფლიოს 4 ჩემპიონატზე იასპარეზა.  

ავსტრალიელი ამჟამად ინდოეთის სუპერ ლიგაში გამოდის, თუმცა კონტრაქტი თვის ბოლოს ეწურება. ტიმს დაუსვეს შეკითხვა გააგრძელებდა თუ არა ფეხბურთის თამაშს  "არა, უკვე მოხუცი ვარ ფეხბურთისთვის"- უპასუხა ლეგენდამ - "ოთხ დიდ კონტინენტზე თამაში გასაოცარი იყო, დიდებული კარიერა მქონდა და ამისთვის მადლობელი ვარ"-განაცხადა კეჰილმა. 

39 წლის ფეხბურთელი წლების განმავლობაში, რამდენიმე კლუბში ირიცხებოდა. კარიერის საუკეთესო მონაკვეთი კი მან ევერტონში ჩაატარა. იგი ინგლისურ კლუბში 2004-2012 წლებში გამოდიოდა და 226 შეხვედრაში 56 გოლის გატანაც შეძლო. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ის მწვრთნელობას გეგმავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები