Thumbnail

ჯიჯი არსად წავა - ბუფონი პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტს ახანგრძლივებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლეგენდა პარი სენ-ჟერმენს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა
  • 41 წლის იტალიელ მეკარეს ჩემპიონთა ლიგის მოგების შასნი მომავალ სეზონშიც ექნება

როგორც ჩანს, 41 წლის იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის დასრულებას არ ჩქარობს და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისთვის კიდევ ერთხელ იბრძოლებს. იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, ჯიჯი პარი სენ-ჟერმენს ხელშეკრულების 2020 წლამდე გაგრძელებაზე შეუთანხმდა.

შეთანხმების პირობების თანახმად, ლეგენდარული მეკარე პარიზულ კლუბში გატარებულ სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს, ბონუსების გათვალისწინებით კი ეს თანხა შესაძლოა 10 მილიონამდეც გაიზარდოს.

იუვენტუსის ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, ტურინში გატარებული 17 წლის შემდეგ, 2018 წლის ზაფხულში პსჟ-ში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 1+1 სქემით გააფორმა, მოქმედ ხელშეკრულებას კი ვადა ივნისის ბოლოს გასდის. მანამდე დაიწერა, რომ პარიზელები ჯიჯისთან სეზონის ბოლოს დამშვიდობებას აპირებდნენ, თავად მეკარე კი კარიერის დასრულებასაც განიხილავდა.

ჯიჯიმ პარიზული გუნდის შემადგენლობაში 20 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი გაუშვა, მისმა გუნდმა კი ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა მანჩესტერ იუნაიტედთან ⅛-ფინალში მარცხის შემდეგ დაასრულა.

ბუფონმა იუვენტუსის მაისურით ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ ითამაშა, მაგრამ ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირში გამარჯვება ვერც ერთხელ მოახერხა. 

კომენტარები

ბოლო ამბები