Thumbnail
  • თბილისის გრან პრის პირველ დღეს ტატამზე 14 ქართველი ძიუდოისტი გავიდა
  • მედლისთვის ბრძოლას 4 ქართველი სპორტსმენი აგრძელებს

თბილისის გრან პრის პირველ დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტატამზე 14 სპორტსმენით წარსდგა, საიდანაც მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ 4 ძიუდოისტი აგრძელებს.

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ირაკლი კუპატაძემ თურქმენ ჰაკბერდი ჯუმაიევს შიდოების უპირატესობით სძლია, რის შემდეგაც ფრანგ ვალიდ ხიართან ასევე შიდოების უპირატესობით დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

თემურ ნოზაძემ (60კგ) ტურნირი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა მეორე წრეში არტემ ლესიუკთან დამარცხდა. პირველ წრეში კი აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევს წუთსა და 53 წამში სამი შიდო მიაღებინა.

ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ) პირველ წრეში ყაზახ ჟაკსიბეკ ჟენსიბეკს დამატებით დროში იპონით სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის დაუპირისპირდა, რომელსაც შიდოების უპირატესობით მოუგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ლუხუმ ჩხვიმიანი ფინალშია

ლუხუმმა ნახევარფინალში მონღოლ ბოლდბაატარს იპონით სძლია და კარიერაში მესამედ თბილისის გრან პრის ფინალში გავიდა, სადაც ფრანგ ვალიდ ხიარს დაუპირისპირდება.

ლუხუმ ჩხვიმიანის იპონი მონღოლ ბოლდბაატართან 🇬🇪😍

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 29 მარტი, 2019

ჯაბა პაპინაშვილი (60კგ) პირველ წრეში თავისუფალი იყო და მეორე ეტაპზე დილშოტ ხალმატოვს 3 წუთსა და 42 წამში მოუგო. ჯაბას მეტოქე მეოთხედფინალში მონღოლი განბატ ბოლდბაატარი იყო, რომელთანაც 6 წუთსა და 20 წამში ვაზარით წააგო. პაპინაშვილმა რეპეშაჟში გადაინაცვლა და იქ ჩხვიმიანის მიერ დამარცხებულ ბრაზილიელ კიტადაის შეხვდა, რომელსაც იპონით მოუგო. ჯაბა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე უკრაინელი არტემ ლესიუკი იქნება.

ჯაბა პაპინაშვილის იპონი ბრაზილიელ ფელიპე კიტადაისთან 🇬🇪💪

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 29 მარტი, 2019

66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაშიც საქართველოს 4 ძიუდოისტი ჰყავდა: გიორგი გუგულაშვილი პირველივე ბრძოლაში დამარცხდა. მან ბელორუს დმიტრი შეხვედრა ვაზარით დათმო.

ნიკო ჭიკაიძემ (66კგ) პირველ ბრძოლაში უკრაინელი არტემ ფალკივსკი წუთსა და 10 წამში იპონით დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში აზერბაიჯანელ ისმაილ იბრაგიმოვთან უპირატესობას ფლობდა, 30 წამით ადრე იპონზე დაეცა და ტურნირს გამოეთიშა.

ნიკო ჭიკაიძე ტურნირს მეორე
ეტაპიდან გამოეთიშა

პირველი ორი ბრძოლის მოგების შემდეგ, ბაგრატ ნინიაშვილი (66კგ) მოულოდნელად დამარცხდა ინდოელ საინისთან და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს. ნინიაშვილმა რეპეშაჟში მონღოლდ დოვდონს ვაზარით აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ნინიაშვილს ბრინჯაოს მედალში აზერბაიჯანელი ისმაილ იბრაგიმოვი შეეცილება.

გიორგი თუთაშვილი (66კგ) ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა ძიუდოისტმა სამივე მეტოქეს ვაზარის უპირატესობით აჯობა და ფინალში გასასვლელად სწორედ ნინიაშვილის დამმარცხებელ ინდოელ ძიუდოისტს შეხვდა. თუთაშვილი ბრძოლას ვაზარით იგებდა, მაგრამ მეტოქემ 5 წამით ადრე ვაზარით გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა, თუმცა თუთაშვილმა ბრძოლა მაინც მოიგო და ფინალში ებრაელ ტალ ფლიკერს შეხვდება.

გიორგი თუთაშვილის საოცარი გამარჯვება ინდოელ მეტოქესთან 🇬🇪😱

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 29 მარტი, 2019

48 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში სამმა ქართველმა გოგონამ იჭიდავა: მარიამ ციხელაშვილი ბრაზილიელ ნატალია ბრიჯიდასთან წუთსა და 11 წამში იპონით დამარცხდა. მარიამ მახარაშვილმა პირველი ბრძოლა ბრიტანელ კიმბერლი რენიქსს მოუგო, თუმცა ფრანგ კლემენ მელანისთან დამატებით დროში გაფრთხილებების ხარჯზე წააგო.

ნატალია ყიფშიძემ პირველ ბრძოლაში თურქმენ აზიზა ნაზაროვას წუთსა და 9 წამში იპონით სძლია, რის შემდეგაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან დარია ბილოდიდთან მარტივად წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

დარია ბილოდიდი V ნატალია ყიფშიძე

52 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართველმა პირველივე შეხვედრები დათმეს. ტატიან ლევიცკა-შუკვანი თურქმენ გულბადამ ბაბამურატოვასთან დამარცხდა, ხოლო მარიამ ჯანაშვილმა ფრანგ ფაიზა მოკდართან წააგო.

57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა რეპეშაჟამდე მიაღწია, სადაც პოლონელ ანა ბოროვსკასთან დამატებით დროში წააგო და მედლისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელა.

ლიპარტელიანი V ბოროვსკა

კომენტარები

ბოლო ამბები