Thumbnail
  • 21 წლის ფორვარდი მინიმუმ 2 კვირას გამოტოვებს
  • ზუსტი დიაგნოზი გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანაკრებო შეკრებაზე ინტერის არგენტინელი თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი დაშავდა. წინასწარი ვარაუდით, 21 წლის ფორვარდს მინიმუმ ორი კვირის გამოტოვება მოუწევს, თუმცა ზუსტი დიაგნოზი დეტალური გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

ლაუტარო მარტინესი ინტერში გასულ ზაფხულს არგენტინული რასინგიდან გადავიდა. იტალიური გრანდის შემადგენლობაში 21 მატჩი აქვს გამართული და 6 გოლი გატანილი. ლაუტარო არგენტინის ნაკრებში გამოიძახეს, რომელსაც ვენესუელასთან და მაროკოს ნაკრებებთან ჰქონდა ამხანაგური მატჩები.

კომენტარები

ბოლო ამბები