Thumbnail
  • ბასკონიას კაპიტანმა ტრავმა მოიშუშა და ექიმისგან ვარჯიშის ნებართვა მიიღო
  • 27 წლის ქართველ ფორვარდს მუხლზე პრობლემის გამო სამი თვეა არ უთამაშია

თორნიკე შენგელიამ, რომელსაც მუხლის ტრავმის გამო წელს არ უთამაშია, სარეაბილიტაციო პერიოდი დაასრულდა და სავარჯიშოდ მოედანს დაუბრუნდა. მანამდე ბასკონიას კაპიტანს მუხლი კლუბის ექიმმა მიკელ სანჩესმა დაუთვალიერა, რის შემდეგაც კალათბურთელს თანაგუნდელებთან ერთად მზადების განახლების უფლება მისცა.

📺 კაპიტანი მოვიდა

27 წლის ქართველმა კალათბურთელმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები 30 დეკემბერს, ACB ლიგის შეხვედრაში, რეალთან დაიზიანა. შენგელია მეტოქე ფაკუნდო კამპაცოსთან ორთაბრძოლისას უხერხულად დაეცა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.  თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ტრავმის მოშუშებას ერთი თვე ეყოფოდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და თოკოს უქმობა აქამდე მოუხდა.

📸 თოკოს პირველი ვარჯიში 88-დღიანი უქმობის შემდეგ

"თავიდანვე ვიცოდი, რომ გამძლეობა მმართებდა. რთულია, როდესაც ხედავ, რომ შენს თანაგუნდელებს დახმარება სჭირდებათ, მაგრამ ეს არ შეგიძლია. ვამაყობ და მიხარია, რომ გუნდმა რთული პერიოდი მაინც დაძლია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როდის შევძლებ მისთვის დახმარებას", - უთხრა თორნიკემ კლუბის პრესსამსახურს.

ბასკონიას კაპიტანი დარბაზში დაბრუნდა

თორნიკეს სწრაფად დაბრუნება ვიტორიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდს, რომელსაც ტრავმის გამო ვერც საქართველოს ნაკრების მეორე მოთამაშე, მეტ ჯენინგი ეხმარება, ევროლიგაში რეგულარული სეზონის ორი მატჩი აქვს დარჩენილი, ცხრილში მეექვსე პოზიციაზეა და წინ პლეი ოფი ელის. ბასკონიას ესპანეთის ჩემპიონატში 17 მოგება და 7 მარცხი აქვს და მხოლოდ ბარსელონასა და რეალს ჩამორჩება.  

თორნიკე შენგელია სასკი ბასკონიას ღირსებას 2014 წლის ზაფხულიდან იცავს, სადაც ჩიკაგო ბულსიდან გადავიდა. ტრავმის მიღებამდე ის ACB ლიგის მთავარი ბომბარდირი იყო (14,9 ქულა, 4,8 მოხსნა და 2,5 პასი), ხოლო ევროლიგაზე საშუალოდ 12.7 ქულას, 4.5 მოხსნასა და 2.0 პასს ითვლიდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ევროლიგას?

  • ც.ს.კ.ა. მოსკოვი
  • ფენერბახჩე
  • რეალ მადრიდი
  • პანათინაიკოსი
  • ოლიმპიაკოსი
  • ბასკონია
  • ბარსელონა
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები