Thumbnail

აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა - ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში საქართველოს პირველობაზე
  • გუნდურ შეჯიბრში ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის გუნდმა გაიმარჯვა
  • ინდივიდუალურ შეჯიბრში პირველობა არავის დაუთმო მურთაზ გაბიტაშვილმა
  • ეტლით მოსარგებლეთა შორის საუკეთესო იყო სამხედრო მოსამსახურე რევაზ გორგაძე

დღეს, გასართობ ცენტრ ისთ-ფოინთში მდებარე ბოულინგის ადაპტირებულ დარბაზში გაიმართა 2019 წლის ბოულინგის ინტეგრირებული ტურნირი საქართველოს პირველობაზე. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს სამშვიდობო მისიებსა და საომარ მოქმედებებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ვეტერანებმა, პარასპორტსმენებმა, აფხაზეთიდან დევნილმა პირებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა. 

ბოულინგის ტურნირში 40-მა პირმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატის აუცილებელი პირობა იყო, რომ თამაშის დროს ყველა მონაწილეს ეტლით უნდა ესარგებლა. ტურნირი გუნდური პრინციპით ჩატარდა. გამოვლინდა როგორც ჩემპიონი გუნდი, ისე საუკეთესო ინდვიდუალური მონაწილე. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, დიპლომები, მედლები და ღონისძიების მხარდამჭერების მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზები გადაეცათ.

გოგა კოხრეიძე (ორგანიზატორი, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო)
"გრძელდება პროექტი: აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა. ბოულინგის ტურნირში მონაწილეობენ თბილისის მერიის, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის, ვეტერანების გუნდები და ზოგადად, ჩვენ პროექტს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების პირების ერთმანეთთან ურთიერთობას და ინტეგრაციას საზოგადოებაში. აქ თამაშობენ არამარტო სიამოვნებისთვის, არამედ სპორტული ჟინის და მოტივაციის დასაკმაყოფილებლად.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, მათ შორის მუსიკოსებმა: რობი კუხიანიძემ და რომა რცხილაძემ. 

“ბევრ პროექტში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ შემიძლია გითხრათ რომ ყველაზე გულწრფელი და უანგარო ღონისძიებაა. ამ გარემოში ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა მადლობა ვუთხრა მონაწილეებს, რომლებიც ითხოვენ თანასწორ უფლებებს. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად უნდა დავისვენოთ, ერთად უნდა ვიყოთ და ჩემთვის, ასეთი შეკრებები ყოველთვის დღესასწაულია”. - ამბობს რობი კუხიანიძემ.

“არასდროს ვაკლდები ასეთ ღონისძიებებს. ერთი, რომ აქ ჩემი სამეგობროა და მეორე, ეს ჩემი პრინციპია. შეზღუდული შესაძლებობები იწყება გონებიდან და არა ფიზიკური მონაცემებიდან. ვფიქრობ, რომ ვინც აქ არ მოდის, იმას გონებაში აქვს შეზღუდვა. ყველას ვთხოვ, რომ არ გამოტოვონ ასეთი აქციები. არა იმიტომ, რომ ეს ამ ვაჟკაც ბიჭებს სჭირდებათ, არამედ იმიტომ, რომ ეს საჭიროა ჩვენთვის. ამაყი ვარ, რომ დღეს მათ გვერდით ვარ”. - ეს რომა რცხილაძის სიტყვებია.

ბოულინგის ტურნირში მონაწილეობა მიიღო თემურ დადიანმა, რომელიც ტიტულოვანი პარასპორტსმენია. თემური ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია მკლავჭიდში. ასევე, პარამოთხილამურეა და გინესის 2-გზის რეკორდსმენია.

“კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, ამჯერად ბოულინგის სათამაშოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან გვაქვს საშუალება უკეთ გავიცნოთ და დავუახლოვდეთ ერთმანეთს. ასეთ შეკრებებზე თავს ვიყრით სხვადასხვა მისიებში დაჭრილი სამხედროები, რომლებიც ერთმანეთს ვუზიარებთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. აქ არიან როგორც ახალგაზრდა სამხედროები, ისე აფხაზეთის ომის ვეტერანები და ჩვენი ერთ სივრცეში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით”. - განაცხადა თემურ დადიანმა. 

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

გუნდურ შეჯიბრში გაიმარჯვა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის გუნდმა. ინდივიდუალურ შეჯიბრში პირველობა არავის დაუთმო ამავე გუნდის წევრმა, მურთაზ გაბიტაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ეტლით მოსარგებლეთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა სამხედრო მოსამსახურე რევაზ გორგაძემ.

ღონისძიება გაიმართა პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”, ფარგლებში, რომელსაც “ახალგაზრდული მედია კავშირი” თბილისის მერიის, ევროპაბეთის და სოკარის მხარდაჭერით ახორციელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები