Thumbnail

ბათუმი კონტინენტის ფარს გამოეთიშა - ტიმიშოარა ნახევარფინალშია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტიმიშოარა სარასენსი - ბათუმი 21:12.
  • კიდევ ერთი დასანანი მარცხი კოტინენტის ფარზე.
  • ტიმიშოარა ნახევარფინალში გავიდა.

სარაგბო კლუბი ბათუმი ტიმიშოარა სარასენსს რუმინეთში ესტუმრა და კონტინენტის ფარის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გამართა. პირველი მატჩი ბათუმში რუმინელთა გამარჯვებით 11:6 დასრულდა. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბათუმს 6-ქულით მოგება სჭირდებოდა.

რუმინელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და მადალინ ლემნარუმ მე-7 წუთზე ბათუმს ლელო დაუდო, თუმცა მასპინძლებმა გარდასახვის გატანა ვერ მოახერხეს. ტევიტა მანუმუამ 27-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და რუმინელთა უპირატესობა 8-ქულიანი გახდა. 8-წუთში ბექა მამრიკიშვილმა რუმინელთა ჩათვლის მოედანში ბურთი დაამიწა, მაგრამ ბახვა კობახიძემ გარდასახვა ვერ გაიტანა. ბათუმელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა, სამ წუთში ვალენტინ პოპირლანმა ლელო დადო და სხვაობა ისევ რვაქულიანი გახდა. პირველი ტაიმი 13:5 დასრულდა.

მეორე ტაიმი ბათუმელთა ლელოთი დაიწყო. 48-ე წუთზე სანდრო ქოიავამ მოახერხა ლელოს დადება, რასაც ბახვა კობახიძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა და ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა.58-ე წუთზე ტიმიშოარას კაპიტანმა მარიან დრენჩანუმ მოახერხა ლელოს დადება. ტიმიშოარას მორაგბეებმა კიდევ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხეს დარჩენილ დროში და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 21:12 დააფიქსირეს.

ბათუმის გამოსვლა კონტინენტის ფარზე დადებითად უნდა შეფასდეს. კლუბმა სადებიუტო სეზონშივე მოახერხა ჯგუფური ეტაპის ბარიერის დაძლევა და პლეი ოფში თამაში. რაც შეეხება ტიმიშოარას, რუმინელები კონტინენტის ფარის ნახევარფინალში ჰაიდელბერგისა და კალვიზანოს გამარჯვებულს შეხვდებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები