Thumbnail
  • 25 წლის ფრანგი მცველი ბარსელონას შესაძლოა ზაფხულში დაემშვიდობოს
  • კატალონიელები მსოფლიოს ჩემპიონს 70-იდან 90 მილიონ ევრომდე აფასებენ  
  • ფეხბურთელით მანჩესტერ იუნაიტედი და ლონდონის არსენალი ინტერესდებიან

ბარსელონას ფრანგი მცველი სამუელ უმტიტი მომავალ ზაფხულს შესაძლოა ინგლისში აღმოჩნდეს. როგორც Goal იუწყება, კატალონიური კლუბი მზადაა, შეელიოს ფეხბურთელს, თუკი მასში 70-90 მილიონამდე ევროს ფარგლებში თანხას შესთავაზებენ. ასეთი კლუბი კი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი ან ლონდონის არსენალი იყოს. ფრანგით განსაკუთრებით მანჩესტერელები არიან დაინტერესებულნი.

25 წლის სამუელ უმტიტი ბარსელონაში 2016 წლის ზაფხულში, ლიონიდან გადავიდა. ტრანსფერის ფასმა 25 მილიონი ევრო შეადგინა, კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი კი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული. 

უმტიტი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

ბარსელონას სახსრები აიაქსის მცველის მეტეის დე ლიხტის ტრანსფერის დასაფინანსებლად სჭირდება. ამასთან, კატალონიელებმა ჰოლანდიელს შემადგენლობაში ადგილიც უნდა გამოათავისუფლონ.

ცნობილია, რომ უმტიტიმ, რომელიც ხშირად ტრავმიანობს და ამის გამო უქმობა უწევს, უარი თქვა მუხლის ოპერაციაზე და ბარსაში ამით უკმაყოფილონი დარჩნენ. 

მიმდინარე სეზონში სამუელმა ესპანეთის ჩემპიონატში სულ ცხრა მატჩში ითამაშა და ერთი შედეგიანი პასით გამოირჩა. 

Transfermarkt ფეხბურთელს, რომელიც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად გასულ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 70 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები