Thumbnail
  • ედენ აზარი სეზონში 15 მილიონს მიიღებს?
  • აზარის გარდა რეალი პულიშიჩსაც ყიდულობს

Tuttomercatoweb.com-ის ინფორმაციით, ედენ აზარმა და მადრიდის რეალმა პირობები უკვე შეათანხმეს და "სამეფო კლუბმა" ბელგიელი ვარსკვლავი უკვე დაიბევა. ფეხბურთელი თანახმაა, სეზონში 15 მილიონი ევრო მიიღოს, ჯერ კიდევ შესათანხმებელია ბონუს-სისტემა, თუმცა მთავარი საკითხი გარკვეულია. 

შეგახსენებთ, რომ აზარის ჩელსის ტრანსფერებზე დისკვალიფიკაცია აქვს. ედენ აზარი მადრიდის რეალში სავარაუდოდ, 90-100 მილიონ ევროდ უნდა გადავიდეს. დიდი ალბათობით, აზარის ტრანსფერის გარდა ესპანური გრანდი, ჩელსიდან დორტმუნდში განათხოვრეულ კრისტიან პულიშიჩსაც შეიძენს. 

როგორც იტალიური წყარო ამტკიცებს, აზარის ტრანსფერი იქნება ფლორენტინო პერესისი პირველი საჩუქარი კლუბში დაბრუნებული ზინედინ ზიდანისთვის, რომელსაც დიდი ხანია, სურს ბელგიელის ხელში ჩაგდება.

ფრანგული 'ეკიპი' კი წერს, რომ აზარის გარდა, რეალის მთავარი სამიზნეები ზაფხულში პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი) და კილიან მბაპე (პსჟ) არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები