Thumbnail

ტოჩინოშინი ჟურნალის ყდაზე - მის დამმარცხებელს ოძეკის ტიტული მიანიჭეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი აპრილის ჟურნალის გარეკანზე
  • ტაკაკეიშო ოფიციალურად გახდა ოძეკი

ჰარუ ბაშოს უკანასკნელ დღეს ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) სეკივაკე ტაკაკეიშოსთვის რომ მოეგო, ოძეკის ტიტულს შეინარჩუნებდა. სამწუხაროდ, ქართველი სუმოისტი დამარცხდა, ხოლო ტაკაკეიშომ, თავის მხრივ, 10 გამარჯვებით დაასრულა ბაშო. ლევან გორგაძემ კი ბაშო 7-8 ბალანსით დაასრულა და მან მაისის ბოლოს მოპოვებული ოძეკის ტიტული დათმო. 

აპრილის ნომრის გარეკანი

დღეს იაპონიის სუმოს ასოციაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ტაკაკეიშოს ოძეკის ტიტული მიენიჭა. 22 წლის რიკიშიმ მშობლების თვალწინ დაიფიცა, რომ ამაზე გაჩერებას არ აპირებს და კვლავ იბრძოლებს წინსვლისთვის. 

28 მარტს ტოკიოში სუმოს ჟურნალის აპრილის ნომერი გამოვა, რომლის ყდაზეც სწორედ ტოჩინოშინისა და ტაკაკეიშოს შორის გადამწყვეტი ორთაბრძოლაა აღბეჭდილი, ხოლო ბაშოს გამარჯვებული ჰაკუჰო ოდენ გარეკანის ქვედა ნახევარშია გამოსახული. 

სუმოს ახალი ბანძუკე (რეიტინგი) 30 აპრილს გამოქვეყნდება, მასში ტაკაკეიშო უკვე ოძეკი იქნება, ხოლო ტოჩინოშინი სეკივაკეს რანგში დაქვეითდება.

ნაცუ ბაშო ტოკიოში 12-26 მაისს გაიმართება. იმისთვის, რომ ტიტული დაიბრუნოს, ტოჩინოშინს 15-დან 10 ორთაბრძოლაში გამარჯვება დაევალა. ეს ყველაზე იოლი გზაა ტიტულის დაბრუნების. 

კომენტარები

ბოლო ამბები