Thumbnail

სან სირო ისტორიას ჩაბარდება! მილანი და ინტერი ახალ არენას გეგმავენ

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • მილანური კლუბები ქალაქის მერს გადაწყვეტილებას მალე გააცნობენ
  • ‘სან სიროს’ განახლება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ახალი სტადიონის აშენება

ინტერის ბოსმა ალესანდრო ანტონელომ Sky Italia-ს განუცხადა, რომ მილანური კლუბები ახალი სტადიონის აშენების საუკეთესო პროექტს დათანხმდებიან. 

“იმედი გვაქვს, რომ მილანი და ინტერი ამ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებას მოვახერხებთ. ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენს გადაწყვეტილებას მალე გავაცნობთ ქალაქ მილანის მერს,” - თქვა ალესანდრომ.

'სან სირო' 1926 წელს აშენდა და მას მერე რამდენჯერმე განახლდა

საქმე ისაა, რომ ‘სან სიროს’ მოდერნიზებას უფრო მეტი ფული სჭირდება, ვიდრე ახალი სტადიონის აშენებას. არენა ოფიციალურად ჯუზეპე მეაცას სახელობისაა. ის 1926 წელს აშენდა და დროთა განმავლობაში რამდენჯერმე განახლდა - მათ შორის, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელსაც იტალია მასპინძლობდა.

'სან სირო' ოფიციალურად ჯუზეპე მეაცას სახელობისაა

 

კომენტარები

ბოლო ამბები