Thumbnail

შენგელია ლუდის ეტიკეტზე - ბასკონიაში ქართველი კაპიტანი ასე დააფასეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • შენგელია 12 საუკეთესოს შორის
  • თოკო და მეტ ჯენინგი კვლავ მკურნალობენ

ბასკონიას ფანებმა გამოკითხვის შედეგად შეარჩიეს ის 12 მოთამაშე, რომელთაც ბასკური კლუბი ევროლიგაზე საუკეთესოდ წარმოაჩინეს. საუკეთესოთა შორის მოხვდა გუნდის კაპიტანი, ამჟამად ტრავმირებული თორნიკე შენგელია.

მის გარდა ფანებმა ლუის სკოლა, ანდრეს ნოჩიონი, პაბლო პრიჯონი, ელმერ ბენეტი, იგორ რაკოჩევიჩი, ტიაგო სპლიტერი, არვიდას მაციაუსკასი, მირზა ტელეტოვიჩი, იოანის ბურუსისი, ხოსე მანუელ კალდერონი და მარსელინიო უერტასი შეარჩიეს.

ფირმა Cervezas Ambar-მა 12-ვეს გამოსახულებიან ბოთლებში ლუდი ჩამოასხა: "ამიერიდან ფანებს შეეძლებათ ბასკონიის ისტორიის დალევა", - იხუმრა ფირმის წარმომადგენელმა ენრიკე ტორგეტმა. 
შეგახსენებთ, რომ ბასკონიაში საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე ასპარეზობს, შენგელია და მეტ ჯენინგი, ორივე სერიოზული ტრავმის გამო ვერ თამაშობს. შენგელიას სავარაუდო დაბრუნების ოფიციალური დრო ჯერ არ გამოუცხადებიათ კლუბში.  

კომენტარები

ბოლო ამბები