Thumbnail
  • სენტ ეტიენის მცველი ვილიამ სალიბა არაერთ ევროპულ კლუბს აინტერესებს
  • ფრანგულ კლუბს ფეხბურთელის სარფიანად გაყიდვა უნდა, გაშვება - ჯერ არა

სენტ ეტიენის თინეიჯერმა მცველმა ვილიამ სალიბამ, რომელსაც 18 წელი სულ ახლახან, 24 მარტს შეუსრულდა, მიმდინარე სეზონში ნაჩვენები თამაშით ყურადღება არაერთი ევროპული კლუბისგან უკვე დაიმსახურა. როგორც ირკვევა, ფეხბურთელით ყველაზე მეტად მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული, რომელსაც დაცვის ხაზის გაძლიერება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს.

როგორც ფრანგული მედია წერს, მანჩესტერელების ინტერესი სერიოზულია და ისინი მზად არიან, ფრანგის თაობაზე მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყონ, სენტ ეტიენი კი, ინტერესიდან გამომდინარე, სალიბას არცთუ პატარა ფასს ადებს - 30 მილიონ ევროს. 

ამას გარდა, ფრანგულ კლუბს სურს, რომ მცველი თავის რიგებში ტრანსფერის შემდეგაც, კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში იჯარით შეინარჩუნოს.

ვილიამ სალიბა სენტ ეტიენის აღზრდილია და კლუბში 2018 წლიდან გამოდის. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ლიგა 1-ის 10 მატჩში ითამაშა. მცველმა უკვე საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებშიც ითამაშა. 

სენტ ეტიენი საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. ანალოგიურ პოზიციას იკავებს ოლე გუნარ სულშერის გუნდიც ინგლისის პრემიერლიგაში.

კომენტარები

ბოლო ამბები