Thumbnail
  • ლონდონის ჩელსი რომას ორი ფეხბურთელის გადაბირებასთან ახლოსაა. 
  • Transfermarkt ჯეკოს 22 მილიონ ევროდ აფასებს, ემერსონს - 14 მილიონად.

ლონდონის ჩელსი რომას ერთბაშად ორი ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს. პირველი 31 წლის ბოსნიელი თავდამსხმელი ედინ ჯეკოა, მეორე - 23 წლის ბრაზილიელი მცველი ემერსონ პალმიერი.

Football Italia-ს ცნობით, ფეხბურთელებმა მიიღეს ლონდონში გადასვლის წინადადება, შეათანხმეს კონტრაქტის დეტალები  და ახლა რომას ხელმძღვანელობისგან “მწვანე შუქს” ელოდებიან.

ჯეკოს ბრიტანეთში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. სიტიში ჩატარებულ 180 მატჩში მან 72 გოლი გაიტანა და ინგლისის ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიგო. 

Sky Sports-ის ინფორმაციით კი, კლუბებმაც ილაპარაკეს ტრანსფერთან დაკავშირებით. ჩელსი ჯეკოსა და ემერსონის სანაცვლოდ, 50 მილიონი ევროს, პლუს 10 მლნ ევროს ბონუსის სახით გადახდაზე ან იჯარით მიში ბატშუაის დათმობაზეა თანახმა.  

ჯეკოს ანგარიშზე 2017/18 წლების სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი და 4 ასისტია.

ემერსონ პალმიერიმ მიმდინარე სეზონში სულ 3 მატჩი ჩატარა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები