Thumbnail
  • იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევში ლიხტენშტაინს ანგარიშით 6:0 სძლია
  • დუბლით 36 წლის კვალიარელა გამოირჩა, რომელიც გუნდის ისტორიაში შევიდა  
  • ბოლოს სკუადრა აძურამ მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი 57 წლის წინ გაუტანა

ბოლოს იტალიის ნაკრებმა მეტოქეს ექვსი გოლი 1993 წლის გაზაფხულზე გაუტანა და მაშინ გუნდს არიგო საკი წვრთნიდა. 1994 წლის მუნდიალის შესარჩევში "სკუადრა აძურამ" მალტის ნაკრები ანგარიშით 6:1 დაამარცხა. მაშინ პალერმოში გამართულ მატჩში დუბლი რობერტო მანჩინიმ გაიფორმა. 26 წლის შემდეგ მანჩინის ხელმძღვანელობით იტალიის ნაკრებმა ექვსი გოლი უკვე ევრო 2020-ის შესარჩევში, ლიხტენშტაინს გაუტანა. პარმაში, "ენიო ტარდინიზე" დუბლით სამპდორიის კიდევ ერთი თავდამსხმელი ფაბიო კვალიარელა გამოირჩა, რომელმაც ორივეჯერ პენალტის ნიშნულიდან შეაგდო (35-ე და 45-ე წუთებზე).

კვალიარელას გარდა, იტალიის ნაკრებში გოლები სტეფანო სენსიმ (17’), მარკო ვერატიმ (32’), მოიზე კინმა (70’) და ლეონარდო პავოლეტიმ (77’) შეაგდეს. სტუმრებს პირველი ტაიმის მიწურულს მცველი დანიელ კაუფმანი გაუძევეს. 

📺 იტალია 6:0 ლიხტენშტაინი

იტალია 6:0 ლიხტენშტეინი - აძურამ მეტოქე გაანადგურა

იტალია 6:0 ლიხტენშტეინი - აძურამ მეტოქე გაანადგურა

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 26 მარტი, 2019

კვალიარელა, რომელიც მატჩის დღეს 36 წლისა და 54 დღის იყო, იტალიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ასაკიანი ფეხბურთელი გახდა, რომელიც გოლით გამოირჩა. აქამდე "უხუცესის" ტიტულს კრისტიან პანუჩი ფლობდა - 35 წელი. სამპდორიას თავდამსხმელმა ლიხტენშტაინთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა: 

"მშვენიერი საღამო გამომივიდა, გატანილი ორი გოლით. მადლობა ამხანაგებს, რომლებიც მეორე ტაიმში ჰეთ თრიკის შესრულებისკენაც მიბიძგებდნენ. ყველას სურდა, დამხმარებოდა გატანაში და ეს ბრწყინვალე იყო. მადლობა გულშემატკივრებსაც, ყოველთვის მემახსოვრება ის ოვაცია. დიდი ხანია, ნაკრებში არ მითამაშია და შესაბამისად, დაბრუნება და გუნდისთვის დახმარება ენით აუწერელი შეგრძნებაა. 36 წლის კი ვარ, მაგრამ ასაკს ვერ ვგრძნობ. ბედნიერი ვარ. სამპდორია ხელს მიწყობს, რომ ტონუსში ვიყო და კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიმყოფები. მადლობა მანჩინის, რომ მთელი სეზონის განმავლობაში მაკვირდებოდა და ეს შანსი მომცა".

3 მატჩი, 2 გოლი - 19 წლის მოიზე კინი აძურაში მკვიდრდება

იტალიის ნაკრებმა ანგარიშით 6:0 ბოლოს 57 წლის წინ, 1962 წელს გაიმარჯვა. მაშინ იტალიელებმა ასეთი ანგარიშით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში, თურქეთის ნაკრებს მოუგეს.

იტალიის ნაკრებს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო J ჯგუფში ორიდან ორი მოგება აქვს. მანამდე მანჩინის შეგირდებმა ფინეთს სძლიეს (2:0) და 6 ქულით ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ. მომდევნო მატჩს “აძურა” შესარჩევში სტუმრად საბერძნეთში 8 ივნისს ჩაატარებს, 11-ში კი ბოსნია-ჰერცოგოვინას უმასპინძლებს.

რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით იტალიის ნაკრებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო

"პირველი წუთებიდან ისე ვითამაშეთ, როგორც ვაპირებდით. ლიხტენშტაინთან გამარჯვება მოსალოდნელი იყო, მაგრამ კონცენტრაციის შენარჩუნება და ბევრი გოლის გატანა მნიშვნელოვანი იყო. ივნისში საბერძნეთსა და ბოსნიასთან თამაში ამ ჯგუფში ალბათ გადამწყვეტი იქნება", - აღნიშნა მანჩინიმ თამაშის შემდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები