Thumbnail

ცეცაძეს ცვლილებები დასჭირდა - ახალგაზრდული ნაკრები ანტალიაში ვარჯიშობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველი 21-წლამდელები თურქეთში აზერბაიჯანელ თანატოლებთან ამხანაგურად ითამაშებენ.
  • გია ცეცაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს პირველად გაუძღვება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაბინავდა და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. მგზავრობის შემდეგ გია ცეცაძემ გუნდი დიდად აღარ დატვირთა, ძირითადად ბურთთან ავარჯიშა, დღეიდან კი უკვე ორჯერადი წვრთნები დაიწყება.

თურქეთში გამგზავრებამდე ბოლო მომენტში ნაკრებს ტრავმების გამო ანრი ჭიჭინაძე და ირაკლი კომახიძე გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად შეკრებაზე გიორგი ახალაძე და ირაკლი კამლაძე გაემგზავრნენ.

5-დღიან შეკრებაზე ვარჯიშების გარდა, 21-წლამდელები ერთ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ - 23 იანვარს აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება ცეცაძის სადებიუტო შეხვედრა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლევან შოვნაძე (დინამო ბთ), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი);

მცველები: გურამ გიორბელიძე (სიონი), ლუკა გადრანი (ცხინვალი), დავით კობოური (დინამო თბ), აკაკი შულაია (დინამო თბ), გიორგი ახალაძე (სამტრედია), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), ირაკლი რუხაძე (თელავი), გაბრიელ საღრიშვილი (სამგურალი), პაატა ღუდუშაური (ვიტ ჯორჯია), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), გიორგი ხარებაშვილი (თელავი), ლუკა ნადირაძე (ოლიმპიკი, უკრაინა), ირაკლი კამლაძე (ვიტ ჯორჯია);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (რუსთავი), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).

საქართველოს ნაკრები ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ მე-3 ჯგუფში 4 ქულით მე-4 ადგილზეა.

ცეცაძის გუნდი ევროშესარჩევის მორიგ შეხვედრას 23 მარტს, ფარერებთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები