Thumbnail
  • მიკ მაკარტის კომენტარი
  • დაბრუნება 17 წლის შემდეგ

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრებმა ცუდად დაიწყო - შვეიცარიასთან 0:2 მარცხს, ვლადიმირ ვაისის გუნდმა დუბლინში ირლანდიასთან მინიმალური ანგარიშით წაგება მიაყოლა - 0:1. 

თამაშის შემდეგ მედიის წინაშე ირლანდიელთა თავკაცი მიკ მაკარტი წარსდგა, რომელიც 17-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ხელმძღვანელობდა ეროვნულ ნაკრებს დუბლინში:

"ირლანდია ცხრილის სათავეშია! ეს დიდებულია, მაგრამ მოდი, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენ სათავეში შესარჩევი ტურნირის ბოლოსთვისაც დავრჩებით. რაც შეეხება "ჩოგბურთის ბურთების პროტესტს", - მას ნაკრებისთვის ხელი არ შეუშლია.

ორი თამაში, ორი 1:0, ორივე შესანიშნავი შედეგია, ერთი კი - საქართველოს ნაკრებთან - კარგი თამაშიც. დიახ, მეტოქესაც ჰქონდა მომენტებიც, მაგრამ ჩვენც შეგვეძლო 3-4 გოლის გატანა. დღეს ყველაფერი შესანიშნავად იყო.

ჯეფ ჰენდრიკსა და კონორ ჰურიჰანეს გამოვყოფ, ორივემ შესანიშნავად ითამაშა. ბრწყინვალე იყო დევით მაკგოლდრიკი. უელანის დაბრუნება შესანიშნავი იყო. 35 წლის არის? მერე რა, ის ბრწყინვალე ათლეტია. ის ჯერ კიდევ კარგ ფეხბურთს თამაშობს. მეტოქემ რეალური პრობლემები შეგვიქმნა, ერთხელ რენდოლფმაც გადაგვარჩინა. ის კარგი მეკარეა, გუნდის გადარჩენა კი მისი მოვალეობაა. ორივე გუნდმა გაანიავა შანსები".  

კომენტარები

ბოლო ამბები