Thumbnail
  • შვეიცარია 3:3 დანია
  • დანიამ 14 წუთში 0:3 შემოატრიალა

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობს, შვეიცარიის ნაკრებმა დანიას უმასპინძლა, მატჩის დასრულებამდე 14 წუთი რჩებოდა, როცა მასპინძლები 3:0-ს იგებდნენ, მაგრამ ეს უპირატესობა მათ ვერ შეინარჩუნეს - 3:3. 

გრანიტ ჯაკამ სუპერგოლი გაიტანა

ანგარიში მე-19 წუთზე რემო ფროილერმა გახსნა, რომელსაც საჯარიმოში ბურთი აიეტიმ დაუტოვა.
მეორე ტაიმში ჯერ გრანიტ ჯაკამ, შემდეგ კი ბრილ ემბოლომ ანგარიში 3:0 გახადეს, თუმცა დანია არ დანებდა. მატიას იორგენსენისა და კრისტიან გიტკიაერის გოლებით სიტუაცია დაიძაბა და 93-ე წუთზე ჰენრიკ დალსგაარდმა ანგარიში გაათანაბრა!

შვეიცარია 3:3 დანია - დანიელებმა ბოლომდე იბროლეს და არ წააგეს

შვეიცარია 3:3 დანია - დანიელებმა ბოლომდე იბროლეს და არ წააგეს

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 26 მარტი, 2019

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველი ტურის მატჩში შვეიცარიამ თბილისში 2:0 დაამარცხა ვლადიმირ ვაისის გუნდი, ხოლო დანია ისვენებდა. 

ჯგუფში მესამე ტურის თამაშები 7 ივნისს გაიმართება. საქართველო გიბრალტარს უმასპინძლებს, ხოლო დანია - ირლანდიას, შვეიცარიის ნაკრები ისვენებს.

შვეიცარია 3:3 დანია

გოლები: 1:0 ფროილერი (19), 2:0 ჯაკა (66), 3:0 ემბოლო (76), 3:1 მ. იორგენსენი (84), 3:2 გიტკიაერი (88), 3:3 დალსგაარდი (93)

შვეიცარია (4-3-3): ზომერი - მბაბუ, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი (46. ბენიტო) - ზაკარია, ჯაკა (79. სოუ), ფროილერი - ემბოლო, აიეტი (72. მეჰმედი), ცუბერი

დანია (4-2-1-3): შმეიხელი - დალსგაარდი, კიაერი, მ. იორგენსენი, ლარსენი - შიონე (70. ჰოიბერგი), დელეინი - ერიკსენი - პოულსენი, ნ. იორგენსენი (70. გიტკიაერი), ბრაიტვაიტი 

კომენტარები

ბოლო ამბები