Thumbnail

მარცხი 18 წლის კანადელთან - ბასილაშვილი მაიამის მასტერსს დაემშვიდობა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:7, 4:6 ფელიქს ოჟე ალიასიმი
  • ბასილაშვილი მასტერსს დაემშვიდობა

მაიამის მასტერსის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (19) კანადელ ფელიქს ოჟე ალიასიმს (57) შეხვდა. მე-17 ნომრად განთესილი ქართველი ორ სეტში დამარცხდა - 6:7 (4:7), 4:6.

პირველ სეტში, რომელიც ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა, ბასილაშვილმა კლასიკური მაგალითი აჩვენა, თუ, როგორ უნდა გაანიავო უპირატესობა - ქართველს რამდენჯერმე შეეძლო მეტოქის მოწოდების მოგება, ბოლოს ეს 5:5-ზე შეძლო და სეტზე აწოდებდა, როცა 18 წლის მეტოქეს ბრეიქის შანსი მისცა. ტაი ბრეიკში ოჟე ალიასიმი 2:0 დაწინაურდა, თუმცა შემდეგ წინ ქართველი გავიდა - 4:3. ამის შემდეგ ნიკამ ყველა გათამაშება დათმო და სეტიც მეტოქეს დაუთმო - 4:7 ტაი ბრეიკში. 

დაიწყო მეორე სეტი და ბასილაშვილმა საკუთარი მოწოდება დათმო. მართალია, შემდეგ მან დაიბრუნა მოწოდება და ანგარიშიც გაათანაბრა (3:3), მაგრამ იქვე დათმო თავისი. 

18 წლის კანადელი მაიამის მასტერსის მეოთხედფინალში გავიდა და კირიოსისა და ჩორიჩის მატჩის გამარჯვებულს შეხვდება. 

მარცხის მიუხედავად, ორშაბათს ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ რეიტინგში 1930 ქულით მისთვის რეკორდულ მე-17 ადგილზე იქნება.  

კომენტარები

ბოლო ამბები