Thumbnail

მესის მოოქროვილი iPhone - ნახე ლეომ ზედ რა დააწერა

  • 31 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა 1300-დოლარიანი iPhone XS Max შეიძინა
  • ლეომ მოოქროვილ აპარატზე გერბები, ცოლ-შვილის სახელები და ნომერი 10 გამოსახა 

ბარსელონას არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ iPhone XS Max შეიძინა, რომელიც 24-კარატიანი ოქროთია გაფორმებული. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ჩვეულებრივ, ასეთი აპარატის ფასი დაახლოებით 1300 დოლარია, მოქროვილი კი, სულ ცოტა, სამჯერ მეტი ღირს. აპარატის უკანა ნაწილზე ბარსელონას და არგენტინის ნაკრების გერბებია გამოსახული, ასევე - ლეოს ცოლ-შვილის: ანტონელას, ტიაგოს, ჩიროსა და მატეოს სახელები და თავად ფეხბურთელის სათამაშო ნომერი - 10.

ახლა აპარატი გაცილებით ძვირი ღირს

ლიონელ მესი ბარსელონას აღზრდილია, კლუბთან კონტრაქტი კი 2021 წლამდე აკავშირებს. 
31 წლის ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელია, 674 მატჩში გატანილი 591 გოლით. 

არგენტინელმა ხუთჯერ “ოქროს ბურთი” მოიგო, ბარსელონასთან ერთად კი ესპანეთის ჩემპიონი რვაჯერ გახდა, ხუთჯერ - ესპანეთის თასის მფლობელი და ოთხჯერ - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ფორვარდმა ესპანეთის ჩემპიონატის 26 მატჩში ითამაშა, გაიტანა 29 გოლი და შეასრულა 12 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები