Thumbnail

კაცს, რომელმაც პეტრა კვიტოვა დაჭრა, განაჩენი გამოუტანეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პეტრა კვიტოვას თავს 2016 წლის დეკემბერში დაესხნენ
  • დამნაშავეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

“ვყვიროდი... ყველგან სისხლი იყო!” - ეს სიტყვები 29 წლის პეტრა კვიტოვამ თებერვალში, სასამართლოზე წარმოთქვა. ახლა კი ცნობილია ის განაჩენი, რომელიც დამნაშავეს გამოუტანეს - 8 წელი ციხეში!

ეს ამბავი 2016 წელს, შობის წინ მოხდა. უიმბლდონის ღია პირველობის 2011 და 2014 წლების გამარჯვებული პროსტეიოვში (ჩეხეთი), საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როცა კარზე ზარი დარეკეს. მოსული კაცი იყო, რომელმაც თავი სანტექნიკოსად გაასაღა. ის კვიტოვას თავს დაესხა, დანით ემუქრებოდა და მასთან დაპირისპირების დროს, ჩეხმა ჩოგბურთელმა მარცხენა ხელზე მძიმე დაზიანებები მიიღო.

პეტრა კვიტოვას მაშინ ოპერაცია დასჭირდა და ჩოგბურთს მხოლოდ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. წლის დასაწყისში ჩეხი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ ნაომი ოსაკასთან სამ სეტში, 6:7, 7:5, 4:6 დამარცხდა. Miami Open-ზე კვიტოვა მეოთხედფინალშია, სადაც ავსტრალიელ ეშლი ბარტის ხვდება.

View this post on Instagram

🛴

A post shared by Petra Kvitova (@petra.kvitova) on

კომენტარები

ბოლო ამბები