Thumbnail

იმედის ფსონი | 26 მარტის ბილეთები - საქართველო ირლანდიაში არ წააგებს?

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 26 მარტის  გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

სანამ ახალ პროგნოზებს გაგაცნობთ, კვირას შედგენილ ბილეთებზე ვთქვათ. ლევან სალუქვაძისა და პროგნოზისტ კოტე მიგინეიშვილის ბილეთებში მხოლოდ თითო მატჩის პროგნოზი აღმოჩნდა არაზუსტი. გადაცემის წამყვანს 4-მატჩიანი ბილეთი ჰქონდა, არაზუსტი კი მხოლოდ უელსი-სლოვაკეთის მატჩის შედეგი აღმოჩნდა. სტუმრის ბილეთში კი, რომელშიც 5 პოზიციისგან შედგებოდა, პროგნოზი მხოლოდ ჰოლანდია-გერმანიის მატჩში სტუმართა ორი ბარათზე არ გამართლდა.

გადაცემის წამყვანის დღევანდელ ბილეთში სამი მატჩია. ევროპაბეთის მიხედვით, ყველაზე მაღალი კოეფიციენტი კრილია სოვეტოვისა და უფის არსენალის მატჩში მასპინძელთა მოგებას აქვს (2,40), ჯამში კი, ბილეთის კოეფიციენტია 9,3.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

ნორვეგია-შვედეთის მატჩში მგონია, რომ ორივე ნაკრები გაიტანს. თან ნორვეგიელებს კარგი მწვრთნელი ჰყავთ - ლარს ლაგერბერკი და ამ თამაში 1X-საც არ გამოვრიცხავ. მაგრამ ფრედაც რომ დასრულდეს, მგონია, რომ ერთმანეთს მაინც გაუტანენ. 

ჰოფენჰაიმი და ლევერკუზენი, შეიძლება ითქვას, დაცვის გარეშე თამაშობენ და ვფიქრობ, 3,5-ზე მეტი გოლი გავა. ეს გუნდები ორ გოლს რომ იტანენ, მერე იწყებენ ხოლმე თამაშს. 

კრილია სოვეტოვი ეთამაშება ტულის არსენალს. ეს ტულა შინ კი კარგია, ცსკა-ს და ძლიერ გუნდებს უგებს, მაგრამ კრილიამ ბოლოს სპარტაკთან 25 ნოემბერს სტუმრად რომ წააგო, იგებს და იგებს. ჩემპიონატი განახლდა და, ლოკომოტივთან გასვლაზე მოსკოვში 2:2 ითამაშა, ენისეის შინ 4:0 და ანჟის - 2:0. ვფიქრობ, რომ საშინაო არენას გამოიყენებს და ტულას მოუგებს, რომელიც 3 ქულით ასწრებს. თან, ჯანოც ადრე გაფრინდა გუნდში და ეჭვი მაქვს, რომ ითამაშებს...   

"იმედის ფსონის" სტუმარი დღეს პროგნოზისტი ლევან ანდღულაძე გახლდათ. მისი ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება, მისი ჯამური კოეფიციენტი კი (ევროპაბეთის მიხედვით) 11,7-ია. ბილეთში საქართველო-ირლანდიის მატჩიდან ორი პოზიციაა - 10,5-ზე მეტი ჯარიმა და 8,5-ზე მეტი კუთხური.

რაც შეეხება მაყურებლის ბილეთს, აქ 6 პოზიციაა, მისი ჯამური კოეფიციენტი კი (ევროპაბეთის მიხედვით) 21,6-ია. საქართველო-ირლანდიის მატჩი აქაც არის ნახსენები - მაყურებელმა ივარაუდა, რომ საქართველოს ნაკრები დუბლინში, მინუმუმ, არ წააგებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები