Thumbnail
  • 'ინდეპენდენტის' სასტარტო 11-ეული
  • ირლანდიური გამოცემა მაკარტის რჩევებს აძლევს

ირლანდია-საქართველოს ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩამდე რამდენიმე საათი რჩება. Independent.ie მიკ მაკარტის გუნდის სავარაუდო 11-ეულს აქვეყნებს. შემადგენლობას, რომლითაც ირლანდია ვლადიმირ ვაისის გუნდს დაუპირისპირდება. 

"დღეს ჩემი გუნდი ბურთის მოპოვებას მეტოქის ნახევარზევე შეეცდება, შეეცდება ბურთის გაკონტროლებასა და უკეთესი პასებით თამაშს. ნახევარმცველები შეეცდებიან, მეტოქის საჯარიმოში შეჭრას, მე მათ ამის უფლება მივეცი, რადგან გოლები ძალიან გვაკლია და, იქნებ, მათ მაინც გაიტანონ", - განაცხადა 60 წლის მაკარტიმ. ირლანდიის ნაკრებმა ბოლო 5 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, ისიც, გიბრალტარის ნაკრების კარში. 

მაკარტი 2002 წლის მერე პირველად უხელმძღვანელებს ნაკრებს დუბლინში, მაშინ სტადიონს "ლენდსდაუნ როუდი" ერქვა (ახლანდელი "ავივა"). 

პრესტიჟული ირლანდიური გამოცემა მასპინძელთა ორ 11-ეულს გვთავაზობს. ერთს, როგორიც სავარაუდოდ იქნება ირლანდიელთა სასტარტო შემადგენლობა და მეორე, როგორიც უპრიანი იქნებოდა "ინდეპენდენტის" აზრით. 

ირლანდია XI  (სავარაუდო)

მეკარე: დარენ რენდოლფი

მცველები: სიმუს კოულმენი, შეინ დაფი, რიჩარდ კიო, ენდა სტივენსი

ნახევარმცველები: რობი ბრეიდი, კონორ ჰურიჰანე, ჯეფ ჰენდრიკი, ჯეიმს მაკლინი

თავდამსხმელები: დევიდ მაკგოლდრიკი, შონ მაგუაიერი

ირლანდია XI (ინდეპენდენტის რჩეული)

მეკარე: დარენ რენდოლფი

მცველები: სიმუს კოულმენი, შეინ დაფი, რიჩარდ კიო, ენდა სტივენსი

ნახევარმცველები: მეტ დოჰერტი, კონორ ჰურიჰანე, ჯეფ ჰენდრიკი, რობი ბრეიდი

თავდამსხმელები: დევიდ მაკგოლდრიკი, შონ მაგუაიერი 

კომენტარები

ბოლო ამბები