Thumbnail

ქართველთა წარმატება აბუ-დაბიში - 6 მედალი სპეციალურ ოლიმპიადაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • აბუ-დაბიში სპეციალური ოლიმპიადა გაიმართა
  • ქართველთა 2-2 ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო

ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს 2019 წლის მსოფლიოს ზაფხულის სპეციალურ თამაშებში (სპეციალური ოლიმპიადა), რომელიც 14-21 მარტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა. 

საქართველოს ნაკრებმა აბუ-დაბიში 2-2 ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 
მსოფლიოს ზაფხულის სპეციალური თამაშების გამარჯვებულები გახდნენ: მარიამ ტოპოლიანი (მაგიდის ჩოგბურთი) და ლიკა კვარაცხელია (რბენა. 50 მ). 

ვერცხლის მედლებს მარიამ ტოპოლიანისა და გიორგი დიდიას წყვილი (მაგიდის ჩოგბურთი) და ლიკა კვარაცხელია (რბენა. 25 მ) დაეუფლნენ. სერგო გვარაძემ (რბენა. 200 მ და 100 მ) ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია გიორგი დიდიას (მაგიდის ჩოგბურთი) ასპარეზობაც, მან მე-4 ადგილი დაიკავა. 

საქართველოს ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები