Thumbnail

ლუკას პოდოლსკი სუმოში - გერმანელი ჰაკუჰოს და დანარჩენებს შეხვდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა სუმოში ბედი სცადა
  • ლუკას პოდოლსკიმ ჰაკუჰოს ჩემპიონობა მიულოცა

მესამე წელია, რაც ლუკას პოდოლსკიმ კონტინენტი შეიცვალა და ფეხბურთს აზიაში თამაშობს. ის ვისელ კობეს ღირსებას იცავს და 3 სეზონში J-ლიგაში 11 გოლის გატანა მოახერხა. პოდოლსკიმ ინსტაგრამზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ის სუმოისტთა კლუბს ესტუმრა და ბედი სპორტის ამ სახეობაშიც სცადა. 'პოლდი და მისი მსუქანი მეგობრები' - ასე დაასათაურა ეს ამბავი გერმანულმა ტაბლოიდმა 'ბილდმა'.

View this post on Instagram

Don’t surrender. 😉 #Sumo #fight #japan

A post shared by Lukas Podolski (@poldi_official) on

გერმანელი ფეხბურთელი დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოსაც შეხვდა, რომელმაც ახლახან დასრულებული ჰარუ ბაშო მოიგო. 'ერთი სელფი, ორი ჩემპიონი. ვულოცავ ჩემს მეგობარ ჰაკუჰოს კიდევ ერთხელ მოპოვებულ ჩემპიონობას' - წერს პოდოლსკი ინსტაგრამზე.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ევროპელი მოთამაშეები სუმოისტებს სტუმრობენ. შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ტორესმა ნოემბერში ინსტაგრამ სთორიში ლევან გორგაძის ჭიდაობის ვიდეო გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლო ამბები