Thumbnail

შოკისმომგვრელი ტრავმა NBA-ში - ნურკიჩმა ფეხი საზარლად მოიტეხა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პორტლენდს ბრუკლინთან ოვერტაიმში გამარჯვება ძვირად დაუჯდა
  • იუსუფ ნურკიჩმა ფეხი საშინლად მოიტეხა

ეს დღის ყველაზე საინტერესო, დაძაბული და დრამატული მატჩი იყო. პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა ბრუკლინ ნეტსი ოვერტაიმში 148:144 დაამარცხა, მაგრამ შეხვედრის დასრულების შემდეგ თამაშზე არავინ ლაპარაკობდა. მიზეზი ბლეიზერსის ვარსკვლავის, იუსუფ ნურკიჩის საშინელი ტრავმაა!

პორტლენდის ცენტრი 32 ქულითა და 16 მოხსნით თავის გუნდში საუკეთესო იყო, მაგრამ ოვერტაიმში, საფინალო სირენამდე დაახლოებით 2 წუთით ადრე, ბურთის მოხსნის მცდელობისას ფეხი საშინლად მოიტეხა! ნურკიჩს ექიმები რამდენიმე წუთის განმავლობაში ეხმარებოდნენ, სხვა მოთამაშეები კი მომხდარით შოკირებულები იყვნენ.

მატჩის შემდეგ ყველა ნურკიჩის ტრავმაზე ლაპარაკობდა. “ამის ნახვა ისეთი საშინელებაა, სიტყვები არ მყოფნის. არ ვიცი რა უნდა ვთქვა. მისთვის ვილოცებ. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კალათბურთი,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ნურკიჩის თანაგუნდელმა ენეს კანტერმა.

📺 ვიდეო: იუსუფ ნურკიჩმა ფეხი საშინლად მოიტეხა

ნურკიჩის უმძიმესი ტრავმის გამო, პორტლენდელებმა პლეი ოფის საგზურის მოპოვება ვერ იზეიმეს. “ის ჩვენი ოჯახის დიდი წევრია. არა ჩვენი გუნდის, არამედ ოჯახის,” - დასძინა კანტერმა. “იმ მომენტის ნახვისას ცუდად ვხდები!” - ეს დამიან ლილარდის სიტყვებია.

“გასახდელში ბიჭები მხოლოდ ნურკიჩზე ლაპარაკობენ. თამაშზე ან წაგებაზე არავინ საუბრობს,” - აღნიშნა ბრუკლინის მთავარმა მწვრთნელმა კენი ატკინსონმა მატჩის შემდეგ.

NBA-ს ვარსკვლავები იუსუფ ნურკიჩის ტრავმას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ. ბლეიკ გრიფინი, ტრეი იანგი, ლუკა დონჩიჩი და სხვები პორტლენდის ცენტრს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები