Thumbnail

ფუტსალის ლიგა | პირველად ისტორიაში: ქუთაისის მართვე ნახევარფინალში ითამაშებს! 

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გადამწყვეტი მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც მართვემ ბსუ-ს 6:1 მოუგო
  • პლეი ოფში TMC თბილისი, თელასი, თსუ და მართვე იასპარეზებენ

ფუტსალის ლიგის პლეი-ოფში გასასვლელად გადამწყვეტი ბრძოლა ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა. XIV ტურის დასკვნით შეხვედრაში ადგილობრივმა მართვემ თავის უშუალო კონკურენტ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს უმასპინძლა. ქუთაისელებისთვის ფრე საკმარისი იყო, ბათუმელებს კი მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ. იმერლებმა ეს შესაძლებლობა გამოიყენეს და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 6:1 დაამარცხეს. 

უნივერსიტეტელებმა მესამე წუთზე ნიკოლოზ მოისწრაფიშვილის გოლით მოახერხეს ანგარიშის გახსნა, თუმცა მართვემ პირველივე ტაიმში წონასწორობის აღდგენა და წინ გასვლა შეძლო. ბსუ-ს თამაშის შემოსაბრუნდებლად მთელი მეორე ტაიმი ჰქონდა, მაგრამ 24-ე წუთზე მიღებულმა მესამე გოლმა თამაშის ბედი გადაწყვიტა. ჰეთრიკით თავი ოთარ ბერეჩიკიძემ გამოიჩინა. sbm.ge-მ გაავრცელა მატჩისშემდგომი კომენტარები:

ბაჩანა აბაშიძე (ბსუ-ს მთავარი მწვრთნელი): "პირველ რიგში, მინდა მივულოცო მეტოქეს. ქუთაისი ნამდვილად იმსახურებდა ასეთ გუნდს. დარბაზში ბრწყინვალე ატმოსფერო იყო. ქუთაისი უკეთ იყო მომზადებული ამ მატჩისთვის და დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან და მომავალში გამოვასწორებთ მინუსებს"

ოთარ ბერეჩიკიძე (მართვე): "დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მეტოქეს ასეთი კარგი თამაშისთვის და რა თქმა უნდა, გულშემატკივარს. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ ეს ისტორია  დაგვეწერა. ქუთაისური კლუბი პირველად ითამაშებს ფუტსალის ლიგის  პლეი-ოფში. ჩვენი მეტოქე სავარაუდოდ თელასია და ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ კიდევ ერთი წარმატებისთვის".

მართვე 6:1 ბსუ

 

კომენტარები

ბოლო ამბები