Thumbnail

NBA | 275 ჩატენვა - რუდი გობერი ახალი რეკორდსმენია! ბუკერმა 59 ქულა ჩააგდო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იუტა ჯაზმა ფინიქს სანსი 125:92 დაამარცხა
  • რუდი გობერმა ჩატენვების ახალი რეკორდი დაამყარა
  • ფინიქსიდან დევინ ბუკერმა 59 ქულა ჩააგდო

იუტაში, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი ჯაზი და დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი ფინიქსი ხვდებოდნენ, ისეთი მატჩი გაიმართა, რომლის შესახებაც დღეს ორი რამის გამო ლაპარაკობენ.

რუდი გობერს ამ სეზონში 275 ჩატენვა დაუგროვდა

თამაშში, რომელიც იუტამ 125:92 მოიგო, ჯაზის ცენტრმა რუდი გობერმა ჩატენვების ახალი რეკორდი დაამყარა. მან ფინიქსთან 6 დანქი შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სეზონში უკვე 275 ჩატენვა დაუგროვდა. NBA-ს ერთ სეზონში სხვა არცერთ კალათბურთელს არ ჰქონია ამდენი დანქი მას მერე, რაც Elias Sports Bureau დეტალურ სტატისტიკას აწარმოებს (1997/98 წლების სეზონიდან). ერთ სეზონში ჩატენვების რეკორდი აქამდე დუაიტ ჰოვარდს ეკუთვნოდა - 269.

თუმცა, გობერის რეკორდი ამ მატჩის ერთადერთი სერიოზული ჰაილაითი არ ყოფილა. წაგებულთა შორის უაღრესად გამორჩეული იყო დევინ ბუკერი, რომელმაც 59 ქულა ჩააგდო და ამით მანაც ისტორია დაწერა. ბუკერი მხოლოდ და მხოლოდ მესამე მოთამაშეა, რომელმაც ისეთ მატჩში, სადაც მისმა ვერცერთმა თანაგუნდელმა ვერ გადალახა 10-ქულიანი ბარიერი, 50-ზე მეტი ქულა ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ ეს ბუკერისთვის მეორე +50-ქულიანი თამაში იყო და ორივე წაგებული აქვს. აქამდე მხოლოდ ოთხმა მოთამაშემ გაიზიარა ასეთი ბედი - მათ შორის, ლებრონ ჯეიმსმა.

📺 ვიდეო: დევინ ბუკერის 59 ქულა იუტასთან

ფინიქს სანსი დასავლეთ კონფერენციის ყველაზე სუსტ გუნდად რჩება - ნიუ ორლეანსთან გამარჯვების შემდეგ, იგორ კოკოშკოვის გუნდმა ზედიზედ 4 მატჩი წააგო. იუტას ბოლო 8 მატჩიდან 7 მოგებული აქვს და დასავლეთში მე-5 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები