Thumbnail

საბა კვერკველია ლონდონში? ინგლისელები ქართველ მცველში 18 მილიონს იხდიან!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ვესტ ჰემი კვერკველიას სანაცვლოდ 18 მილიონს იხდის
  • ხვიჩა კვარაცხელიას გოლი უფას კარში

fclmnews-ის ინფორმაციით, ინგლისის პრემიერლიგის ვესტ ჰემ იუნაიტედი მზად არის, საბა კვერკველიას სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადოს. "ვესტ ჰემი აკვირდება ქართველ ფეხბურთელს და ზაფხულში შესაძლოა, 18-მილიონიანი წინადადება გაუკეთესო მოსკოვის ლოკომოტივს 27 წლის ქართველის სანაცვლოდ", - წერს საიტი. 

შეგახსენებთ, რომ კვერკველიას შეძენა შარშან ლესტერ სიტის სურდა, 15 მილიონ ევროსაც ითხოვდა, მაგრამ იური სიომინთან მოლაპარაკების შემდეგ ლოკომოტივის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა.

კვერკველია ლოკომოტივში 2017 წლის თებერვალში იჯარით გადავიდა, მანამდე ის რუბინის ღირსებას იცავდა. ზაფხულში მოსკოველებმა ქართველი მცველი 2.5 მილიონ ევროდ გამოისყიდეს. ლოკომოტივის რიგებში საბა უკვე გახდა რუსეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ახლანდელ სეზონში მას 29 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. 

სანაკრებო პაუზისას მოსკოვის ლოკომოტივი სოჭში შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც უფას 2:2 დაუზავდა. ამ შეხვედრაში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები