Thumbnail
  • საფრანგეთის ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩიც მოიგო
  • ინგლისის ნაკრებმა სტუმრად მონტენეგროს 5:1 მოუგო

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი გამართა და მეორე გამარჯვება იზეიმა. ფრანგებმა საკუთარ მოედანზე ისლანდიის ნაკრები 4:0 გაანადგურეს.

მასპინძლებმა სწრაფი გოლის გატანა მოახერხეს. მე-12 წუთზე მბაპეს გადაცემით სამუელ უმიტიტიმ საფრანგეთი თავური დარტყმით დააწინაურა.

1:0 უმტიტი 12'

სამუელ უმტიტის გოლი ისლანდიის ნაკრების კარში - 1:0

სამუელ უმტიტის გოლი ისლანდიის ნაკრების კარში - 1:0

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 25 მარტი, 2019

დეშამის გუნდმა პირველ ტაიმში მეტი ვეღარ გაიტანა და პირველი ნახევარი 1:0 მოიგო. ფრანგებმა გოლების გატანა მეორე ტაიმში გააგრძელეს და ჟირუმ 68-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა.

2:0 ჟირუ 68'

ოლივიე ჟირუს გოლი ისლანდიის ნაკრების კარში - 2:0

ოლივიე ჟირუს გოლი ისლანდიის ნაკრების კარში - 2:0

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 25 მარტი, 2019

ათ წუთში მასპინძლებმა მესამეც გაიტანეს. კილიან მბაპემ ამ შესარჩევში მეორედ მოახერხა გოლის გატანა - 3:0.

3:0 მბაპე 78'

კილიან მბაპეს გოლი ისლანდიის ნაკრების კარში - 3:0

კილიან მბაპეს გოლი ისლანდიის ნაკრების კარში - 3:0

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 25 მარტი, 2019

მატჩის საბოლოო ანგარიში ანტუან გრიზმანმა დააფიქსირა, რომელმაც 84-ე წუთზე ჰალდოურსონს მე-4 გოლიც გაუტანა. საფრანგეთს 6 ქულა აქვს და თურქეთთან ერთად ჯგუფის ლიდერია. თურქებმა მოლდოვას 4 გოლი გაუტანეს.

4:0 გრიზმანი 84'

ანტუან გრიზმანის გოლი ისლანდიის ნაკრების კარში

ანტუან გრიზმანის გოლი ისლანდიის ნაკრების კარში

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 25 მარტი, 2019

პორტუგალიის ნაკრებმა კიდევ ერთი მატჩი ვერ მოიგო. მათ სერბეთთან ფრედ 1:1 ითამაშეს. დუშან ტადიჩის თერთმეტმეტრიანს დანილო პერეირამ ულამაზესი გოლით უპასუხა.

ინგლისმა სტუმრად მონტენეგროს 5:1 მოუგო. ბრიტანელებს ორ მატჩში 10 გოლი აქვთ გატანილი და მხოლოდ ერთი გაშვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები