Thumbnail

გოგა ბითაძის 8 ქულა ცედევიტასთან - ბუდუჩნოსტის მარცხი ABA ლიგაში

  • ცედევიტა 90:83 ბუდუჩნოსტი
  • გოგა ბითაძის 8 ქულა და 4 მოხსნა 22 წუთში

ადრიატიკის ლიგის მეორე ნახევარფინალური წყვილში ერთმანეთს ცედევიტა და ბუდუჩნოსტი დაუპირისპირდნენ. გოგა ბითაძის გუნდი სტუმრად 83:90 დამარცხდა და სერიას 0:1-ს აგებს. გოგამ 22:06 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 ბლოკი დაუგროვდა.

ბითაძემ 4-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბუდუჩნოსტმა პირველი ტაიმი ერთი ქულით მოიგო, რის შემდეგაც მესამე პერიოდში 7 ქულით დამარცხდა და მატჩიც წააგო. ბუდუჩნოსტი სერიის მომდევნო მატჩს საკუთარ არენაზე გამართავს, შეხვედრა 31 მარტს გაიმართება.

სერიის მეორე ნახევარფინალში ცრვენა ზვეზდა და პარტიზანი ხვდებიან ერთმანეთს. იქ სერიას ცრვენა ზვეზდა იგებს - 1:0.

გოგას ბრწყინვალე მომენტი ცედევიტასთან 🏀

Posted by Goga Bitadze on ორშაბათი, 25 მარტი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები