Thumbnail
  • მე-20 ტურის TOP 5-ში რასინგის ლელოც მოხვდა
  • გურამ გოგიჩაშვილი ბორდოს მორაგბეებმა ძლივს გააჩერეს

TOP 14-ის მე-20 ტურში ქართული ლელო დაიდო. რასინგისა და ბორდოს მატჩის 56-ე წუთზე ვასილ კაკოვინმა ლელოთი გამოიჩინა თავი. TOP 14-ის ოფიციალურმა არხმა მე-20 ტურის TOP 5 ლელო გამოაქვეყნა, სადაც რასინგის ლელოც მოხვდა, თუმცა ამჯერად ამ ლელოში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი გურამ გოგიჩაშვილია, რომელმაც საოცრად ითამაშა, მისი შეჩერება ბორდოს მორაგბეებმა ძლივს მოახერხეს, მაგრამ მასპინძლებმა ბურთი ფლანგზე ბრწყინვალედ ჩაათამაშეს და ლელოც დადეს.

მე-20 ტურის TOP 5 ლელო 📺

არტურ კოვილი V კასტრი, ბორის პალუ V ბორდო, ჯონ პაულ პიტერსენი V ლიონი,
ჯონათან ბუსკე V გრენობლი, ჟულიენ ფუმა V მონპელიე

კომენტარები

ბოლო ამბები