Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს ირლანდიასთან გამართავს
  • ირლანდიელთა თავკაც მიკ მაკარტის პრესკონფერენცია

26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის D ჯგუფის მეორე მატჩს გამართავს - დუბლინის "ავივაზე" ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ირლანდიელთა თავკაცმა მიკ მაკარტიმ, რომელსაც 17-წლიანი პაუზის მერე ნაკრებში ხელახალი დებიუტი გიბრალტართან მატჩში ჰქონდა, პრესკონფერენცია გამართა.

მაკარტი გიბრალტართან თამაშის ხარისხით უკმაყოფილოა: "გიბრალტართან თამაშის თითოეული წუთი მძულს. ვიცოდი, რაზეც ვთანხმდებოდი, მაგრამ ბიჭებს ვუთხარი, რომ ეს იყო საშინელი მატჩი, მაგრამ ბრწყინვალე სამი ქულა".

PREVIEW | ეს ის ირლანდია აღარ არის - რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს დუბლინში

მაკარტის "ავივაზე" დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე შეეკითხნენ. საქმე ისაა, რომ ფანები გეგმავენ მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადმოყარონ და ასე გააპროტესტონ ფეხბურთის ასოციაციის (FAI) გადაწყვეტილება, რომელმაც გადამდგარ ბოს ჯონ დელეინის ახალი როლი გამოუნახა ასოციაციაში. 
"არ ვიცი რა გითხრათ, კარგი იქნება თუ ნაკრებს ამით ხელს არ შეუშლიან ფანები. ჩოგნით ხომ არ მოვალ თამაშზე? ჩვენ საუკეთესო ფანები გვყავს და იმედი მაქვს, რომ ისინი მეტოქის დამარცხებაში დაგვეხმარებიან და არა პირიქით".

მაკარტის მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრები სულ სხვა თამაშს ითამაშებს, ვიდრე ეს პირველ ტურში იყო შვეიცარიასთან: "სრულიად სხვა თამაში გველის. მათ ალბათ ნახეს ჩვენი თამაში გიბრალტართან და მიაჩნიათ, რომ უიმედოები ვართ, მაგრამ ჩვენ უკეთ ვითამაშებთ. ისინი შეეცდებიან, სიტუაციით ისარგებლონ და მოგვიგონ, მაგრამ ჩვენ ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, თან უკვე სამი ქულაც გაგვაჩნია". 

კომენტარები

ბოლო ამბები