Thumbnail
  • კრიშტიანოს 682 გოლი, მესის - 656
  • საინტერესო გრაფიკა - ლეო, რონი და 6 ლეგენდა სხვადასხვა ასაკში
  • რონალდო ნაზარიომ ყველაზე კარგად დაიწყო

უმაღლეს დონეზე ბევრი გოლის გატანა განსაკუთრებული ნიჭია, რომელიც ერთი-ორ მაღალი კლასის ფორვარდს თუ ახასიათებს.

656 გოლი V 682

თუ სხვები სეზონში 10 გოლის გატანითაც ბედნიერები არიან, ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს თამასა გაცილებით მაღალი აქვთ. კრიშტიანომ თავის კარიერაში 682 გოლი გაიტანა ოფიციალურ მატჩებში, ხოლო მასზე ორი წლით უმცროსმა მესიმ - 656.

ვერავინ შეედრება მათ თანამედროვე ეპოქაში. YouTube-ის იუზერმა FDOR-მა საინტერესო გრაფიკა შემოგვთავაზა. მან მესის და რონალდოს გოლების დინამიკა 6 სხვა ლეგენდას შეადარა წლების მიხედვით.

ესენია: რონალდო ნაზარიო (ბრაზილია), რაულ გონსალეს ბლანკო (ესპანეთი), მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია), ტიერი ანრი (საფრანგეთი), რუუდ ვან ნისტერლოი (ჰოლანდია) და სამუელ ეტო'ო (კამერუნი). 

ადრეულ ასაკში ყველას რონალდო ნაზარიო სჯობდა

17-23 წლების ასაკში ბრაზილიელი რონალდო სულ სხვა დონეზე თამაშობდა, სხვებთან შედარებით. არ არის გამორიცხული, რომ ტრავმები რომ არა, რონალდო სულ სხვა სიმაღლეებს მიაღწევდა კარიერაში. 

სადღაც 24 წლის ასაკიდან მესი უმატებს მნიშვნელოვნად და 2012 წელს 91 გოლი გააქვს! 
იმ დროისთვის კრიშტიანო რონალდო არა მარტო "სეხნიასა" და მესის ჩამორჩება. არამედ, რაულს და ვან ბასტენსაც, მაგრამ 27 წლის ასაკიდან მისი შედეგიანობა მკვეთრად იზრდება. 

ამის შემდეგ კი "ორი ბედაურის დოღია", რომელშიც პორტუგალიელი ჯობნის არგენტინელს. ორივე მინიმუმ 200-200 გოლით უსწრებს უახლოეს კონკურენტებს - რაულმა 431 გოლი გაიტანა, ეტო'ომ - 425. წარმოიდგინეთ, რა შორს შეუძლიათ მათ წასვლა, ისინი ხომ ახლაც საუკეთესო ფორმაში არიან. 

მესი & რონალდო V ლეგენდები

კომენტარები

ბოლო ამბები