Thumbnail

ანტალიის გრან პრი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ანტალიის გრან პრი 5-7 აპრილს გაიმართება
  • საქართველოს ნაკრებს რამდენიმე ლიდერი აკლია

5-7 აპრილს ანტალიის გრან პრი გაიმართება ძიუდოში. ტურნირში საქართველოს ნაკრები 20 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას და მათ შორის 6 ქალია. საქართველოს ნაკრები ანტალიაში რამდენიმე წამყვანი ძიუდოისტის გარეშე ჩავა, მათ შორის არიან ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

-60 კგ: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი; 

-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი;

-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი; 

-81 კგ: ლუკა მაისურაძე, ვლადიმირ ახალკაცი;

-90 კგ: უშანგი მარგიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი;

-100 კგ: ონისე სანებლიძე, ლაშა ტაველური; 

+100 კგ: გიორგი ზაქარიაძე, ონისე ბუღაძე;

-48 კგ: ნატალია ყიფშიძე;

-52 კგ: ტეტიანა შუკვანი, მარიამ ჯანაშია;

-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი;

-70 კგ: მარიამ ჭანტურია;

-78 კგ: სოფიო სომხიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები