Thumbnail

სამი რვიანის ვარიანტი - ახალი ტურნირის იდეა საქართველოსგან მსოფლიო რაგბის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გოჩა სვანიძისა და საქართველოს რაგბის კავშირის იდეა
  • ფორმატის თანახმად, 24-გუნდი სამ ლიგად უნდა დაიყოს

მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობამ ახალი ტურნირის ფორმატი წარმოადგინა, მაგრამ ამ ფორმატს 6 ერის ქვეყნებისგან დადებითი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მსოფლიო რაგბის ფორმატის მიხედვით, რაგბის მსოფლიო ლიგა ორ ნაწილად უნდა დაიყოს - ევროპისა და მსოფლიო კონფერენციებად. თითო კონფერენციაში 12 ნაკრები იქნება, რომლებიც ორ დივიზიონში გადანაწილდებიან.

მაგალითად, მსოფლიო კონფერენციის პირველ დივიზიონში 4 ერის ნაკრებებს (ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და არგენტინა) საუკეთესო რეიტინგის მქონე ნაკრებები დაემატებიან. მეორე კონფერენციაში დანარჩენი ტოპ-6 ნაკრები მოხვდება.

რაც შეეხება ევროპას, აქ პირველ კონფერენციაში 6 ერის ნაკრებები მოხვდებიან, ხოლო მეორე ტურნირი რაგბი ევროპის ჩემპიონატი იქნება, რომლის გამარჯვებულიც 6 ერში ასასვლელად 6 ერის ბოლოადგილოსანთან პლეი ოფის მატჩს ითამაშებს - ამ ფორმატს 6 ერის ქვეყნები არც განიხილავენ, მათთვის მიუღებელია მსგავს სისტემაში თამაში.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ RUGBY TV-ს ეთერში მსოფლიო რაგბის ახალი სარაგბო ტურნირისთვის განსხვავებული ფორმატი შესთავაზა, რაც 24 მოწინავე ნაკრების სამ ლიგად დაყოფას გულისხმობს.

           8+8+8 - მსოფლიო სარაგბო ლიგის ალტერნატიული ფორმატი 

მაგალითად, 24 ნაკრები რეიტინგის მიხედვით სამ ლიგად დაიყოფა. პირველ ლიგაში იქნება პირველი რვა საუკეთესო, მეორე ლიგაში - მე-9-მე-16 ადგილებზე მყოფი ნაკრებები, მესამეში - მე-17-24-ე ადგილებზე მყოფი ნაკრებები.

ნაკრებები სეზონს ერთ წრედ ითამაშებენ. რეგულარული სეზონი წლის დასაწყისში დაიწყება და ზაფხულის ტესტებზე დასრულდება, რის შემდეგაც პირველი ლიგის საუკეთესო ოთხეული წლის საუკეთესო ნაკრების ტიტულისთვის ნოემბრის ტესტებზე იბრძოლებს. პირველი ლიგის აუტსაიდერი ოთხეული კი მეორე ლიგის საუკეთესო ოთხეულთან ითამაშებს, რის შემდეგაც მომავალი სეზონისთვის სამივე ლიგის დაკომპლექტება მოხდება.

გოჩა სვანიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს გარანტია ნამდვილად არ აქვს, რომ მეორე ლიგაში თამაშისას პირველ ოთხეულში მოხვედრას მოახერხებს. მიუხედავად ამისა, ასეთი მატჩები ძალიან საჭიროა, რათა ნაკრებმა განვითარება მოახერხოს. თუ საქართველო პირველ ოთხეულში მოხვდება, ტიერ ერთის ოთხ საუკეთესო ნაკრებთან თამაშის საშუალება მიეცემა.

კომენტარები

ბოლო ამბები