Thumbnail
  • ვასილ კაკოვინი V ბორდო
  • კაკოვინმა და ტაბიძემ ყვითელი ბარათები მიიღეს

TOP 14-ის მე-20 ტურში ვასილ კაკოვინისა და გურამ გოგიჩაშვილის რასინგმა ბორდოს უმასპინძლა და მეტოქეს 18 ქულით, 45:27 სძლია. სამი ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო, გურამ გოგიჩაშვილი კი მინდორზე სათადარიგო სკამიდან შევიდა. მატჩის 37-ე წუთზე მსაჯმა მინდვრიდან ორი ქართველი გაასინბინა: კაკოვინი და ტაბიძე.

მეორე ნახევარში მინდორზე დაბრუნებულმა კაკოვინმა მატჩის 56-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხა და რასინგის უპირატესობა სოლიდური გახადა. მასპინძლებმა ბონუს ქულა მოიპოვეს, რითიც ბორდოს ცხრილში გადაასწრეს და 56 ქულით მე-4 ადგილზე არიან. რასინგის მომდევნო მეტოქე 21-ე ტურში კლერმონი იქნება, რომელიც TOP 14-ში მე-2 ადგილზეა.

ვასილ კაკოვინის ლელო ბორდოსთან 📺

კომენტარები

ბოლო ამბები