Thumbnail
  • ეროვნული ნაკრების პირველი ვარჯიში ირლანდიაში
  • ირლანდიაში ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე ვერ გაფრინდნენ
თორნიკე ოქრიაშვილი

26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მეორე თამაშს გამართავს - D ჯგუფის მატჩში ირლანდიას დაუპირისპირდება.

ვლადიმირ ვაისი ირლანდიაში დანაკლისით გაფრინდა - გუნდთან ერთად აღარ არიან ჯიმი ტაბიძე, რომელმაც შვეიცარიის ნაკრებთან 0:2 წაგებულ მატჩში ფაბიან შერთან შეჯახების შემდეგ ტვინის შერყევა მიიღო, თუმცა თამაში მაინც ჩაამთავრა. 

მეორე დანაკლისი ჯანო ანანიძეა, შვეიცარიასთან მატჩში ის ნაკლებად შესამჩნევი იყო. ჯანო მუხლმა შეაწუხა და გუნდის სამწვრთნელო შტაბმაც აღარ გარისკა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა, კარლაილის "ბრეი უონდერერსის" მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა, მათ შორის თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი მერებაშვილმა. 

25 მარტს "ავივას" სტადიონზე ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას გამართავს, ნაკრები კი ნაწილობრივ ღია (პირველი წუთები ღია იქნება) ვარჯიშს. 

ვარჯიში დუბლინში
ფოტო: GFF.GE

საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან მატჩისთვის

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერზკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერზკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

კომენტარები

ბოლო ამბები