Thumbnail

ბასილაშვილი მაიამის მასტერსის მერვედფინალშია! ნიკამ ჰაასესაც მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბასილაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:6, 6:3 რობინ ჰაასე
  • ნიკას მომდევნო მეტოქე ჰურკაცი ან ალიასიმე იქნება

ნიკოლოზ ბასილაშვილი (19) წარმატებით აგრძელებს ასპარეზობას ATP-ის მასტერსის სერიის მაიამის ღია პირველობაზე. ნიკამ მე-3 წრეში რეიტინგის 65-ე ნომერს, ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს ორ სეტში, 7:6, 6:3 მოუგო.

პირველი სეტი დაძაბული გამოდგა და 55 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება და მეტოქესაც მოწოდება მხოლოდ ერთხელ მოუგო, რის შემდეგაც ნიკამ ტაი-ბრეიკზე 7:3 იმარჯვა და პირველი სეტი 7:6 დასრულდა.

ნიკამ მეორე სეტში მეტოქის ერთი ჩაწოდების მოგება შეძლო და საბოლოოდ 6:3 იმარჯვა, რითიც მერვედფინალში გავიდა, სადაც ჰურკაცსა და ალიასიმეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები