Thumbnail

გზა ოლიმპიადისკენ! საქართველომ ახალი სეზონი ტიტულით დაიწყო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო 19:14 ჩიტასი
  • 7-კაცა ნაკრებმა ზიმბაბვეში საერთაშორისო ტიტული მოიგო

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ზიმბაბვეში საერთაშორის ტურნირის გამარჯვებული გახდა. ზაზა ლეჟავას გუნდმა მთელ ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზეა და ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვა.

ჩემპიონები

Posted by Georgian Rugby 7's on კვირა, 24 მარტი, 2019

'ბორჯღალოსნებმა' პირველ დღეს ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს. მბარეს აკადემია 34:0 გაანადგურეს, მალავის ნაკრებს 53:0 მოუგეს, ხოლო გოსჰოუქსი 26:5 დაამარცხეს, რის შემდეგაც ნახევარფინალში ზამბიის ნაკრებს 12:5 სძლიეს და ფინალში ჩიტასს დაუპირსპირდნენ.

საქართველომ პირველი ტაიმი 7:14 წააგო, მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქეს ორი ლელო დაუდო, ერთი გარდასახვა გამოიყენა და საერთაშორისო ტურნირის მოგება მოახერხა. სამხრეთაფრიკული შეკრების შემდეგ, 'ბორჯღალოსნებმა' ზიმბაბვეში ტიტული მოიგეს. 2019 წლიდან საქართველომ მთავარი მიზნისთვის ბრძოლა დაიწყო, რაც 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვედრას გულისხმობს.

კომენტარები

ბოლო ამბები