Thumbnail

ოლიმპიადის წინ მხოლოდ მე-12 - მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატი ჩააგდო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მორის ყვითელაშვილი ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მე-12 იყო.
  • 17 წლის ირაკლი მაისურაძე საბოლოოდ მე-17 ადგილზე გავიდა.

მოსკოვში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 19 იანვარს თავისუფალი პროგრამით დასრულდა პირველობა ვაჟთა ერთეულთა თანრიგში, სადაც მორის ყვითელაშვილი და ირაკლი მაისურაძე ასპარეზობდნენ.

მოკლე პროგრამის მერე მორის ყვითელაშვილი 76,74 ქულით მე-7 ადგილზე იყო, ხოლო ირაკლი მაისურაძე 63,69 ქულით მე-18 ადგილზე იყო.

17 წლის მაისურაძე ასეთი ტურნირებისთვის დებიუტანტია და მისთვის ეს შედეგი არ იყო ურიგო. აი, 22 წლის ყვითელაშვილისგან მეტს ველოდით. არც თავად დარჩა კმაყოფილი მოკლე პროგრამით, რომლის განმავლობაში ის ორჯერ დაეცა ყინულზე. შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპის პირველობაზე ყვითელაშვილი მე-6 ადგილზე გავიდა.

მორის ყვითელაშვილი პიონჩანის ოლიმპიადის ლიცენზიანტია. 

დღეს თავისუფალ პროგრამაში მისგან მეტს ველოდით, მაგრამ ქართველს, მოსკოველი პუბლიკის დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, არ გამოუვიდა თითქმის არაფერი.

სპეციალისტებმა მისი პროგრამა ერთმნიშვნელოვნად მოიწონეს, მაგრამ არა შესრულება. მორისმა 133,73 ქულა მიითვალა თავისუფალ პროგრამაში, რაც ამ დისციპლინაში მე-13 შედეგია. სხვათა შორის, ირაკლი მაისურაძემ მე-14 შედეგი აჩვენა - 127,53.

ორი დისციპლინის ჯამში მორის ყვითელაშვილი 210,47 ქულით მხოლოდ მე-12 იყო. ეს კი სერიოზული ჩავარდნაა, თუნდაც შარშანდელ ჩემპიონატთან შედარებით. 

ევროპის ჩემპიონი ხავიერ ფერნადესი (ესპანეთი) გახდა.

ირაკლი მაისურაძე 191,22 ქულით საბოლოოდ მე-17 ადგილზე გავიდა. 

ევროპის ჩემპიონი 295,55 ქულით ესპანელი ხავიერ ფერნანდესი გახდა. მეორე და მესამე ადგილები მასპინძლებს ერგოთ - დმიტრი ალიევს - 274,06 და მიხაილ კოლიადას - 258,90. 

კომენტარები

ბოლო ამბები