Thumbnail
  • გიორგი ცუცქირიძე V პროვენს რაგბი
  • ილია კაიკაციშვილი V ოიონა

PRO D2-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 5 ტური რჩება. საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო დივიზიონის 25-ე ტურში 2 ქართული ლელო დაიდო. გიორგი ცუცქირიძისა და მერაბ შარიქაძის ორიაკმა პროვენს რაგბის უმასპინძლა და მეტოქეს 26 ქულით, 36:10 მოუგო. მატჩის 75-ე წუთზე ცუცქურიძემ პროვენსს მე-3 ლელო დაუდო. ორიაკი 55 ქულით მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 12 ქულა აშორებს.

ილია კაიკაციშვილის მასი სტუმრად ოიონასთან განადგურდა - 45:10. კაიკაციშვილმა სტუმრების ერთადერთი ლელო მატჩის 73-ე წუთზე დადო. მასი ცხრილში 23 ქულით ბოლო ადგილზეა და სეზონის ბოლოს PRO D2-ს დატოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები