Thumbnail

ტოჩინოშინი დოჰიოდან გადააგდეს! ოძეკის ტიტული დაკარგულია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლევან გორგაძემ გადამწყვეტი ბრძოლა წააგო
  • ტოჩინოშინი ტაკაკეიშოსთან დამარცხდა და ოძეკის ტიტული დაკარგა
  • ქართველმა ჰარუ ბაშო 7-8 ბალანსით დაასრულა

ოსაკაში წლის მეორე სუპერტურნირი - ჰარუ ბაშო დასრულდა. სამწუხაროდ, ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) სეკივაკე ტაკაკეიშოსთან ოშიდაშით დამარცხდა. ასე რომ, ლევან გორგაძემ ბაშო 7-8 ბალანსით დაასრულა. კადობანში მყოფმა ოძეკიმ ამით ჩემპიონის რანგი დაკარგა. 

ქართველი სუმოისტი ოძეკის წოდებას დაიბრუნებს, თუ მაისის ბაშოზე 15-დან 10 ორთაბრძოლას მოიგებს.

ჰარუ ბაშო კი დაუმარცხებლად (15-0) დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ მოიგო. იოკოძუნების დუელში ჰაკუჰომ კაკურიუ დაამარცხა, მაგრამ მარჯვენა ხელზე კუნთი გაიწყვიტა. ამის გამო მონღოლმა კარიერაში 42-ე იმპერატორის თასი დამოუკიდებლად ვერც აწია.

ჯურიოს დივიზიონში მარცხი იგემა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც ჩიომარუსთან ჰატაკიკომით წააგო. გაგამარუმ ბაშო 8-7 ბალანსით დაასრულა და რეიტინგში წინ წაიწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები