Thumbnail
  • ფინიქსთან გამარჯვების შემდეგ, დეტროიტმა პორტლენდთან 112:117 წააგო
  • ზაზა ფაჩულიამ 1 მოხსნა და 1 პასი გააკეთა

ზაზა ფაჩულიას დეტროიტი ჯერ კიდევ პლეი ოფის ზონაშია და, თანაც, მე-6 ადგილზე (პლეი ოფში კონფერენციის 8 საუკეთესო გადის), მაგრამ რეგულარული სეზონის დარჩენილ მატჩებში მაქსიმალური კონცენტრაცია იქნება საჭირო, რადგან კონკურენტები პისტონსთან ძალიან ახლოს არიან.

ზაზა ფაჩულიამ პორტლენდთან 6 წუთი ითამაშა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის ფინიქსთან გამარჯვების შემდეგ, დეტროიტი პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს ესტუმრა და 112:117 დამარცხდა.

დეტროიტიდან საუკეთესო გრიფინი იყო

პისტონსს ახლა 37 მოგება და 35 მარცხი აქვს - 35 წლის ქართველი ცენტრის გუნდმა მე-6 ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ ეს პოზიცია საფრთხეშია, რადგან ბრუკლინს, რომელსაც ამ დროისთვის ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული, დეტროიტზე ერთით მეტი მოგება აქვს, ხოლო მე-8 ადგილზე მყოფ მაიამის კი - მხოლოდ ერთით ნაკლები მარცხი (36/37). მე-9 პოზიციაზე კი ორლანდო მეჯიქია, რომელიც დეტროიტს მხოლოდ 2 მოგებით ჩამორჩება.

პორტლენდთან ფაჩულიამ მხოლოდ 6 წუთი ითამაშა და ქულის ჩაგდება ვერ შეძლო (2-ქულიანის ერთადერთი მცდელობა ჰქონდა). ზაზამ 1 მოხსნა (დაცვაში) და 1 პასი გააკეთა, ასევე მის აქტივში 1 ჩაჭრაც იყო.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე პორტლენდის ლიდერი დამიან ლილარდი გახდა - მან 28 ქულა, 9 პასი და 6 მოხსნა დააგროვა. პისტონსიდან კი საუკეთესო ბლეიკ გრიფინი იყო - 27 ქულით, 6 პასითა და 3 მოხსნით. ანდრე დრამონდმა კვლავ ორმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ 11 მოხსნით (19 ქულა).

📺 ვიდეო: პორტლენდი 117:112 დეტროიტი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები