Thumbnail
  • იტალია 2:0 ფინეთი
  • ესპანეთი 2:1 ნორვეგია

იტალიამ და ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყეს. 'სკუადრა აძურამ' უდინეში ფინეთს 2:0 მოუგო. მასპინძლებმა სწრაფი გოლის გატანა მოახერხეს. ბარელამ ფინელებს მე-7 წუთზე გაუტანა. რობერტო მანჩინის გუნდმა დალაგებული და კარგი ფეხბურთი ითამაშა.

მეორე ტაიმში მოიზე კინმა იტალიის ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა გოლით აღნიშნა და ნაკრების ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც იტალიის ნაკრების მაისურით გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კინი არის პირველი მოთამაშე, რომელიც 21-ე საუკუნეში დაიბადა და აძურასთვის თავი გამოიჩინა.

ნაკრებში 3000-დღიანი პაუზის შემდეგ ფაბიო კვალიარელა დაბრუნდა, რომელსაც ორი კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გატანა ვერ შეძლო. ნაკრებში კიდევ ერთი მოთამაშის დებიუტი შედგა, რომას ტალანტმა ნიკოლო ძანიოლომ 19 წლის ასაკში იტალიის ფორმა მოირგო.

მასპინძლებმა დამაჯერებელად 2:0 იმარჯვეს და ჯგუფს საბერძნეთთან და ბოსნიასთან ერთად ლიდერობენ.

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ნორვეგიას 2:1 სძლია. ანგარიში როდრიგომ მე-16 წუთზე გახსნა, მეორე ტაიმში ნაკრებებმა თითო თერთმეტმეტრიანი გაცვალეს და 'ფურია როხამ' 3 ქულის მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ როდრიგომ ხორდი ალბას გადაცემით გაიტანა, რომელმაც 'მესტალიაზე' საგოლე პასი 2012 წლის მაისის შემდეგ შეასრულა.

ესპანეთი 🇪🇸 2:1 ნორვეგია 🇳🇴 რამოსის პანენკა მესტალიაზე

Posted by Silk Sport on შაბათი, 23 მარტი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები