Thumbnail

ტოჩინოშინი V ტაკაკეიშო: ბრძოლა ჩემპიონის ტიტულისთვის - მოგებული ოძეკია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბაშოზე ტოჩინოშინს 7-7 ბალანსი აქვს
  • ბოლო დღეს ტოჩინოშინი ტაკაკეიშოს ხვდება

10-დან 24 მარტის ჩათვლით ოსაკაში წლის მეორე სუპერტურნირი, ჰარუ ბაშო მიმდინარეობს.
ბოლო დღის წინ ბაშოს ერთპიროვნულად ლიდერობს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო 14-0 ბალანსით, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოძეკი ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) ასპარეზობაა. 

ტოჩინოშინი ეგრეთ წოდებულ კადობანში მყოფი ოძეკია - მან აუცილებლად დადებითი ბალანსით უნდა დაასრულოს ბაშო, რომ ოძეკის წოდება შეინარჩუნოს. ახლა ლევანს ნულოვანი ბალანსი აქვს - 7-7. ასე რომ, ასპარეზობის ბოლო დღეს, როცა მისი მეტოქე სეკივაკე ტაკაკეიშო იქნება, ქართველ სუმოისტს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება.

თავის მხრივ, ტაკაკეიშოს ბაშოს წინ მინიმუმ 10 გამარჯვება დაუსახეს იმისთვის, რომ ოძეკის რანგში აიყვანონ. 22 წლის იაპონელს კი 9-5 ბალანსი აქვს და მხოლოდ მოგება გაუკვალავს გზას ჩემპიონის რანგამდე. 

9 წლით უფროსი ქართველი, 19 სანტიმეტრით მაღალია მეტოქეზე და დაახლოებით 10-15 კილოთი მეტს იწონის, მაგრამ გამოცდილების მიუხედავად, ურთიერთშეხვედრებში ტაკაკეიშო წინ არის - ქართველი 1:5-ს აგებს. 

ტოჩინოშინი 1:5 ტაკაკეიშო

2017 წ. მარტი: ⚫ ჰიკიოტოში ⚪

2017 წ. მაისი: ⚫სუკუინაგე ⚪

2018 წ. იანვარი: ⚪ იორიკირი ⚫

2018 წ. მარტი: ⚫ ჰატაკიკომი ⚪

2018 წ. სექტემბერი: ⚫ ჰიკიოტოში ⚪

2018 წ. ნოემბერი: ⚫ ოშიტაოში ⚪

როგორც ხედავთ, ლევან გორგაძემ მხოლოდ 2018 წლის იანვრის ბაშოზე იმარჯვა, როცა მან იმპერატორის თასი მოიგო. 

ტოჩინოშინის ერთადერთი გამარჯვება ტაკაკეიშოზე 

კომენტარები

ბოლო ამბები