Thumbnail

შვეიცარიის ნაკრების მცველმა დინამო არენაზე სიკვდილს თვალებში ჩახედა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ფაბიან შერისა და ჯიმი ტაბიძის ინციდენტი
  • თამაში ორივემ განაგრძო
  • ჯიმი ტაბიძე ნაკრებს გამოაკლდა
თავგატეხილმა ტაბიძემ თამაში გააგრძელა

23 მარტს საქართველოს ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლი, ვლადიმირ ვაისის გუნდი შინ შვეიცარიასთან უშანსოდ დამარცხდა - 0:2

ამ შეხვედრის პირველ ტაიმში ერთი ინციდენტი მოხდა, რომელიც, როგორც daily mail წერს შესაძლოა, ტრაგიკულადაც დასრულებულიყო - პირველ ტაიმში ბურთისთვის საჰაერო დუელში ერთმანეთს თავებით ჯიმი ტაბიძე და ფაბიან შერი შეეჯახნენ. 

რამდენიმე წუთს ნიუკასლის 27 წლის მცველმა გონებაც დაკარგა, თუმცა შემდეგ მოვიდა გონზე და 4-წუთიანი მკურნალობის შემდეგ ბრძოლაც კი განაგრძო.

თამაშის გაგრძელება თავგატეხილმა ტაბიძემაც შეძლო, თუმცა ის გუნდს ირლანდიაში ვეღარ დაეხმარება. 

შერს დასახმარებლად ორივე გუნდის ფეხბურთელები მიცვივდნენ

კომენტარები

ბოლო ამბები